პაპად აირჩიეს ბიზანტიის იმპერატორიუსტინიანე I-ის ბრძანებით. ასრულებდა შუამავლის როლს რომის, ბიზანტიისა და გერმანულ სამეფოებს შორის. პაპად არჩევის შემდეგ მას დაუპირისპირდა სამღვდელოების დიდი ნაწილი, რომლებიც თვლიდნენ, რომ იგი მონაწილეობდა პაპ ვიგილიუსის გარდაცვალებაში. ამის საპასუხოდ პელაგიუსმა მოაწყო საზეიმო მსვლელობა წმინდა პეტრეს ტაძართან, სადაც დაიფიცა, რომ იგი უდანაშაულოა.
ლიტერატურა
Ekonomou, Andrew J. 2007. Byzantine Rome and the Greek Popes: Eastern influences on Rome and the papacy from Gregory the Great to Zacharias, A.D. 590–752. Lexington Books.