ადრიანე VI (ლათ. Hadrianus PP. VI, ერისკაცობაში ადრიან ფლორენსზოონ ბუიენსი; დ. 2 მარტი 1459 — გ. 14 სექტემბერი 1523) — გერმანელი რომის პაპი 1522–1523 წლებში.
ადრიანე ბუიენსი დაიბადა 1459 წლის 2 მარტს უტრეხტში (ნიდერლანდები), ღარიბ ოჯახში.
იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა მას დაავალა აღეზარდა მისი შვილიშვილი, მომავალი იმპერატორი კარლ V. 1516 წელს ადრიანმა დაიკავა ესპანეთის კო-რეგენტის თანამდებობა და მიიღო კარდინალის წოდება.