ოსტგუთების მეფის თეოდაადის დაჟინებული მოთხოვნით გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა იტალიის საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა მოეხდინა იმპერატორ იუსტინიანეზე, მაგრამ მისი ვიზიტი უშედეგოდ დამთავრდა.
გზად წმინდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინოპოლში წმინდა აგაპეტუსმა განკურნა ბრმა მათხოვარი.
ამ დროს კონსტანტინოპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება. წმინდა აგაპეტუსმა მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერიოსის მწვალებლობისაგან.