კალქისტუს II-ის დაბადების თარიღი, ზუსტად არ არის ცნობილი. მისი უფროსი ძმა დაიბადა 1061 წელს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ იგი შეიძლება დაბადებულიყო 1065 — 1068 წლებში. იგი ბურგუნდიის გრაფისგილიომ I-ის შვილია, ახლო ნათესავია ლუი VI-ისა. პაპის ლეგატია საფრანგეთში 1106 წლიდან.
კალქისტუს II პაპად აირჩიეს 1119 წლის 1 თებერვალს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1124 წლის 13 დეკემბრამდე.