ბაჰაიზმი

ბაჰაი რელიგია

ცენტრალური ფიგურები

ბაჰაულა
ბაბი · აბდულ ბაჰა

მთავარი წერილები
კითაბე აყდასი · კითაბე იყდანი

დამალული სიტყვები
ზოგიერთი გაცემული პასუხი

ინსტიტუტები

ადმინისტრაციული წყობა
მფარველი
სამართლიანობის უნივერსალური სახლი
სპირიტუალური ასამბლეა

ისტორია

ისტორია · ქრონოლოგია
ბაბიზმი · შეიხ აჰმადი

ცნობილი პიროვნებები

შოღი ეფენდი
მართა რუთი · ტაჰირი
ბადი · მოციქულები
Hands of the Cause

იხ. ასევე

სიმბოლოები · კანონები
სწავლება · ლიტერატურა
კალენდარი · ქვედანაყოფები
პილგრიმობა

სტატიების სარჩევი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ბაჰაი რელიგია (არაბ. بهائي bahāʾī) — XIX საუკუნეში, სპარსეთში (დღევანდელი ირანი) ჩამოყალიბდა და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაი (baha-i) ჰქვიათ.

ბაჰაი რელიგიის თერთმეტი დებულება

  1. მსოფლიო რელიგიათა და მათ წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;
  2. ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;
  3. რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;
  4. რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;
  5. საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;
  6. ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;
  7. მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;
  8. საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა;
  9. მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;
  10. საერთაშორისო ენა;
  11. ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.
ბაჰაისტური ”ლოტოსის ტაძარი”
დელი, ინდოეთი

მიმდევრები

2005 წლისთვის ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის წმინდა წიგნია „ქითაბე აყდას“, ხოლო ბაჰაულლაჰს გარდა მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი.

დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაის ტაძრები, რომელთა კარი ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.
თავის სამშობლოში - ირანში - ბაჰაი რელიგია სასტიკად აკრძალულია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში