ტერმინი „შუა აღმოსავლეთი“ წარმოიშვა 1850-იან წლებში ბრიტანეთის ინდოეთის ადმინისტრაციაში. თუმცა დიდი პოპულარობა ამ ტერმინმა მოიპოვა ამერიკელი ისტორიკოსის ალფრედ თაიერ მეჰენის წყალობით, რომელმაც 1902 წელს[1] შემოიღო აღნიშნული ტერმინი არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთს შორის არსებული მხარეების აღსანიშნავად.[2][3] იმ დროისთვის ბრიტანული და რუსული იმპერიები იბრძოდნენ ცენტრალურ აზიაში გავლენისათვის (ამ დაპირისპირებამ მიიღო სახელწოდება „დიდი თამაში“). მეჰენი აცნობიერებდა არა მხოლოდ სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, არამედ მისი შუაგულის — სპარსეთის ყურის მნიშვნელობასაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიას უწოდა შუა აღმოსავლეთი და აღნიშნა, რომ სუეცის არხის შემდეგ ეს ტერიტორია არის დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.
↑Koppes, C.R. (1976). „Captain Mahan, General Gordon and the origin of the term "Middle East"“. Middle East Studies. 12: 95–98. doi:10.1080/00263207608700307.
↑Lewis, Bernard (1965). The Middle East and the West, გვ. 9.