ჯეტ ლი |
---|
ჯეტ ლი 2009 წელს |
დაბადების სახელი |
ლი ლიანძი |
---|
დაბადების თარიღი |
26 აპრილი, 1963 (1963-04-26) (61 წლის) პეკინი, ჩინეთი |
---|
სხვა სახელები |
ლი იან ჩონი |
---|
აქტიური |
1982-დღემდე |
---|
მეუღლე(ები) |
ჰონ ციუიანი (1987–1990)
ნინა ლი ჩი (1999-დღემდე) |
---|
საიტი |
www.jetli.com |
ჯეტ ლი (ნამდ. სახელი: ლი ლიანძი ჩინ.: 李連杰/李连杰 Li Lianjie; დ. 26 აპრილი, 1963, პეკინი) — ჩინელი მსახიობი, პროდიუსერი და უშუს ჩემპიონი.
ბიოგრაფია
ჯეტ ლი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა უძველესი ჩინური ორთაბრძოლების ხელოვნებით და ცნობილ უშუს მწვრთნელთან ვუ ბინთან ვარჯიშის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მან პირველად მოიგო უშუს ნაციონალური ჩემპიონატი პეკინის უშუს გუნდთან ერთად. 1981 წელს ის მიიწვიეს ფილმის „შაოლინის ტაძრის“ გადაღებებზე, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჩინურ კინობაზარზე.
განსაკუთრებული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კი ჩინეთის ეროვნული გმირის ვონ ფეი-ხუნის როლის შესრულების შემდეგ მოექცა, ფილმში „ერთხელ ჩინეთში“, რომლის შვიდი ნაწილიც გადაიღეს 1991-1997 წლებში და აქედან ჯეტ ლიმ პირველ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო სხვა მსახიობით შეცვალეს, თუმცა ჯეტ ლის გარეშე ფილმის მეოთხე და მეხუთე ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და პროდიუსერები იძულებული გახდნენ ფილმის მეექვსე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელ ნაწილში როლზე დაებრუნებინათ.
1998 წელს ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა ჰოლივუდის ფილმში: მას მთავარი უარყოფითი გმირის როლი ანდეს ფილმში „სასიკვდილო იარაღი 4“, სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: მელ გიბსონი, დენი გლოვერი, რენე რუსო და კრის როკი უწევდნენ. მალე ჰოლივუდში ჯეტ ლიმ მთავარი როლიც მიიღო ფილმში „რომეო უნდა მოკვდეს“, რის შემდეგაც უამრავი მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდურ თუ არაჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები: „შეუტოკებელნი“ (2010) სილვესტერ სტალონესთან ერთად, „დაკარგული სამეფო“ (2008) ჯეკი ჩანთან ერთად და „მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამა“ (2008).
ფილმოგრაფია
წელი
|
სახელწოდება ქართულად
|
ორიგინალური სახელწოდება
|
როლი
|
1982
|
შაოლინის ტაძარი
|
少林寺
|
ცზი იუანი
|
1984
|
შაოლინის ბავშვები
|
少林小子
|
სან ლუნი
|
1985
|
შაოლინის კუნგ-ფუ
|
龍行天下
|
ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
|
1986
|
მცველად დაბადებული
|
中華英雄
|
ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
|
1986
|
შაოლინის საბრძოლო ხელოვნება
|
南北少林
|
ჟი მინგი
|
1989
|
დრაკონთა დუელი
|
龍在天涯
|
ჯიმი ლი
|
1991
|
ერთხელ ჩინეთში
|
黃飛鴻
|
ვონგ ფეი ჰუნი
|
1992
|
ლეგენდა მეხანჯლეზე
|
笑傲江湖之東方不敗
|
|
1992
|
ერთხელ ჩინეთში 2
|
黃飛鴻之二男兒當自强
|
ვონგ ფეი ჰუი
|
1992
|
ოსტატი ტაი ლი
|
太極張三豐
|
კიტი
|
1993
|
ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე
|
方世玉
|
ფონგ საი იუკი
|
1993
|
ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე 2
|
方世玉續集
|
ფონგ საი იუკი
|
1993
|
ერთხელ ჩინეთში 3
|
黃飛鴻之三:獅王争霸
|
ვონგ ფეი ჰუნი
|
1993
|
ბოროტების მსახურნი
|
倚天屠龍記之魔教教主
|
ჩანგ მო კეი
|
1993
|
რკინის ბრჭყალები
|
黃飛鴻之鐵雞斗蜈蚣
|
ვონგ ფეი ჰუნი
|
1994
|
მცველი პეკინიდან
|
中南海保鑣
|
ჯონი ჩენგი
|
1994
|
ლეგენდარული მჯიღი
|
精武英雄
|
ჩენ წენი
|
1994
|
წითელი დრაკონი
|
洪熙官之少林五祖
|
კვანი
|
1995
|
რისკის ზღვარი
|
鼠胆龍威
|
კიტ ლი
|
1995
|
საიდუმლო აგენტი
|
給爸爸的信
|
გუნგ ვეი
|
1996
|
თავგადასავლების მეფე
|
冒險王
|
ჩოუ სი-კიტი
|
1996
|
შავი ნიღაბი
|
黑俠
|
ჩხიოი ჩიკი / „შავი ნიღაბი“
|
1997
|
ერთხელ ჩინეთსა და ამერიკაში
|
黃飛鴻之西域雄獅
|
ვონგ ფეი ჰუნი
|
1998
|
დაქირავებული მკვლელი
|
殺手之王
|
ფუ
|
1998
|
სასიკვდილო იარაღი 4
|
Lethal Weapon 4
|
ვა სინ კუ
|
2000
|
რომეო უნდა მოკვდეს
|
Romeo Must Die
|
ჰან სინ
|
2001
|
წინააღმდეგობის გაწევა
|
The One
|
ჰეიბ ლოუ / გაბრიელ იულოუ / ლოულესი
|
2001
|
დრაკონის კოცნა
|
Kiss of the dragon
|
„ჯონი“ ლიუ სიუწიანი (აგრეთვე, სცენარისტი და პროდიუსერი)
|
2002
|
გმირი
|
英雄
|
უსახელო
|
2003
|
აკვნიდან საფლავამდე
|
Cradle 2 the Grave
|
სუ
|
2005
|
დენი - დაბმული ძალლი
|
Danny the Dog
|
დენი
|
2006
|
უშიშარი
|
霍元甲
|
ჰო იუანწია
|
2007
|
ომი
|
War
|
მკვლელი როუგი
|
2007
|
მხედარმთავარნი
|
投名狀
|
გენერალი პან ცინ-იუნი
|
2008
|
დაკარგული სამეფო
|
The Forbidden Kingdom
|
მაიმუნთა მეფე / ბერი
|
2008
|
მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამა
|
The Mummy: Tomb of the Dragon Emperor
|
იმპერატორი ცინ ში ხუანი
|
2009
|
ჯაშუში არჩერი
|
Archer
|
პირატთა კაპიტანი
|
2009
|
ქვეყნის დაარსების კეთილშობილური საქმე
|
建國大業]]
|
ადმირალი ჩენ შაოკუანი
|
2010
|
შეუტოკებელნი
|
The Expendables
|
ინ იანი
|
2010
|
ცათა ოკეანე
|
海洋天堂
|
სემ ვონგი
|
2011
|
დრაკონის კარიბჭე
|
龍門飛甲
|
ჩოუ ვაი-უი
|
2011
|
გრძნეული და თეთრი გველი
|
白蛇傳說之法海
|
გრძნეული ბერი
|
2012
|
შეუტოკებელნი 2
|
The Expendables 2
|
ინ იანი
|
2013
|
სიბრაზის ნიშნები
|
不二神探
|
ჰუანგ ფეი
|
2014
|
შეუტოკებელნი 3
|
The Expendables 3
|
ინ იანი
|
რესურსები ინტერნეტში