სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულები
ინგლ. Solomon Islands
სოლომონის კუნძულები
სოლომონის კუნძულების
დევიზი: "To Lead is to Serve"
ჰიმნი: God Save Our Solomon Islands
სოლომონის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჰონიარა
9°28′ ს. გ. 159°49′ ა. გ. / 9.467° ს. გ. 159.817° ა. გ. / -9.467; 159.817
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი ფრენკ კაბუი
 -  პრემიერ-მინისტრი გორდონ დარსი ლილო
ფართობი
 -  სულ 28 400 კმ2 (142-ე)
 -  წყალი (%) 3.2
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 552 438 (170-ე)
 -  2009 აღწერა 515 870 (2009 წელი) 
 -  სიმჭიდროვე 17 კაცი/კმ2 (189-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $911 მილიონი (171-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1894 (146-ე)
აგი (2007) 0.552 (საშუალო) (136-ე)
ვალუტა სოლომონის კუნძულების დოლარი (SBD)
დროის სარტყელი UTC+11:00
Internet TLD .sb
სატელეფონო კოდი 677

სოლომონის კუნძულები (ინგლ. Solomon Islands) — ქვეყანა ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. უკავია სოლომონის არქიპელაგის დიდი ნაწილი და ზოგიერთი სხვა კუნძულოვანი ჯგუფები. სახელმწიფო შედგება, დაახლოებით, ათასი კუნძულისგან. მდებარეობს პაპუა-ახალი გვინეიდან აღმოსავლეთით. სოლომონის კუნძულების ფართობი შეადგენს 28 400 კვადრატულ კილომეტრს. 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 515 870 ადამიანს[1]. დედაქალაქი — ჰონიარა, მდებარეობს კუნძულ გუადალკანალზე.

გეოგრაფია

სოლომონის კუნძულები

სახელმწიფო მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეიდან აღმოსავლეთით და შედგება, დაახლოებით, ათასი კუნძულისაგან. ყველაზე დიდი კუნძულებია: გუადალკანალი, სანტა-ისაბელი, მალაიტა, სან-კრისტობალი, შუაზელი, ბელონა, რენელი, სუოლოუ. ასევე, მოიცავს კუნძულოვან ჯგუფებს: ნიუ-ჯორჯიის კუნძულები, დაფის კუნძულები, სანტა-კრუსის კუნძულები, ნგელას კუნძულები და სხვა.

კუნძულები, უპირატესად, ვულკანური წარმოშობისაა. ქვეყანაში არსებობს მოქმედი ვულკანები. ქვეყნის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პიკი პოპომანასეუ გუადალკანალის კუნძულზე მდებარეობს და სიმაღლით 2 335 მეტრია[2]. მდინარეები სიგრძეში მოკლე, მაგრამ წყალუხვებია.

კლიმატი სუბეკვატორულია, საკმაოდ ნოტიო. თვის საშუალო ტემპერატურაა 26 °C-დან 28 °C-მდე. ნალექები 2 300 მმ-დან 7 500 მმ-მდეა წელიწადში. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატები, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით — ჩრდილო-დასავლეთის ეკვატორული მუსონები.

კუნძულების დიდი ნაწილი დაფარულია მარადმწვანე ტყეებით (პალმები, ფიკუსები და სხვა); უფრო მეტად მშრალი ადგილები — სავანებით; სანაპიროები — მანგროს ტყეებით. ცხოველთა სამყაროდან აღსანიშნავია: ვირთხები, ღამურები, ნიანგები, ხვლიკები, გველები, გიგანტური ბაყაყები; ფრინველებიდან — გარეული მტრედები, თუთიყუშები და სხვა.

სეისმოლოგია

სოლომონის კუნძულები მდებარეობს სეისმურად სახიფათო რეგიონში — წყნარი ოკეანის ვულკანურ ცეცხლოვან რგოლში, სადაც ხშირად ხდება მიწისძვრები. 2010 წლის იანვარში მოხდა მიწისძვრა, რომლის ბიძგების მაგნიტუდამ 7,2 ბალი შეადგინა, ბიძგებმა ხელი შეუწყო ცუნამის წარმოშობას ტალღების მაქსიმალური სიმაღლით 2,5 მეტრი. საერთო ჯამში, უსახლკაროდ დარჩა, დაახლოებით, ათასი ადამიანი. ბიძგები მაგნიტუდით 6,9 ბალი, აღინიშნა 2011 წლის 23 აპრილს. უკანასკნელი ბიძგები 2013 წლის 6 თებერვალს მოხდა მაგნიტუდით 8,0 ბალი.

ისტორია

პაპუასურ ენებზე მოლაპარაკე პირველმა მოსახლეებმა სოლომონის კუნძულებზე შემოსვლა დაიწყეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 3000 წელს, ხოლო ავსტრონეზიულ ენებზე მოლაპარაკეებმა — დაახლოებით 4 000 წლის წინ. მათ თან შემოიტანეს ისეთი კულტურის ელემენტები, როგორიცაა კანოე აუტრიგერით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1200 და 800 წლებს შორის პერიოდში ბისმარკის არქიპელაგიდან კუნძულებზე მოვიდნენ პოლინეზიელების წინაპრები (ლაპიტას კულტურის ხალხი), რომლებიც ფლობდნენ თიხისგან ჭურჭლის დამზადების ტექნიკას.[3]

სოლომონის კუნძულები 1568 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე ნეირა მენდანიამ, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სანებს ოქროზე უცვლიდა, რის გამოც ეს არქიპელაგი „სოლომონის ოქროს ქვეყანას“ შეადარა და მას სოლომონის კუნძულები დაარქვა.

შემდგომი ორი ასწლეულის განმავლობაში არქიპელაგზე ევროპელები არ გამოჩენილან. ხელმეორედ არქიპელაგი 1767 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ფილიპ კარტერეტმა.

1840-იანი წლების შუიდან სოლომონის კუნძულებზე კათოლიკე და პროტესტანტმა მისიონერებმა არაერთხელ სცადეს დამკვიდრება, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ ეს ვერ მოახერხეს: ბევრი მათგანი აბორიგენებმა მოკლეს.

ევროპელების მიერ სოლომონის კუნძულების ათვისება დაიწყო მხოლოდ 1860-იანი წლებიდან, როდესაც იქ ფეხი მოიკიდეს პირველმა თეთრკანიანმა ვაჭრებმა. აბორიგენები ცდილობდნენ დაეხოცათ ეს ვაჭრები, მაგრამ მათ, მისიონერებისგან განსხვავებით, შეძლეს საკუთარი თავდაცვის ორგანიზება.

1893 წელს დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა თავისი პროტექტორატი სოლომონის კუნძულებზე. 1907 წლიდან ინგლისელმა მეწარმეებმა სოლომონის კუნძულებზე დაიწყეს ქოქოსის პალმის პლანტაციების შექმნა. XX საუკუნის დასაწყისში არქიპელაგზე კვლავ გამოჩნდნენ მისიონერები, რომლებმაც აბორიგენებს ქრისტიანობა მიაღებინეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს არქიპელაგის კუნძულების ნაწილი იაპონიამ დაიპყრო. 1942 წლიდან 1945 წლამდე კუნძულებზე მიმდინარეობდა გუადალკანალის ბრძოლა იაპონელებსა და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს შორის (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია), რომელიც იაპონელთა დამარცხებით დამთავრდა.

1978 წლის ივლისში სოლომონის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. სახელმწიფოში არის კონსტიტუციური მონარქია, ქვეყნის მმართველად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩარლზ III ითვლება. ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა პიტერ კენილორეა.

1998 წლიდან სოლომონის კუნძულებზე საკმაოდ გამწვავდა ტომთაშორისი დაძაბულობა, რამაც შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. 2003 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ალან კემაკეზამ დახმარების თხოვნით მიმართა ავსტრალიას, ქვეყანაში კანონისა და წესრიგის აღდგენაზე. მომდევნო თვეს სოლომონის კუნძულებზე ჩავიდნენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ოკეანეთის ზოგიერთი ქვეყნების (ფიჯი, პაპუა-ახალი გვინეა, ტონგა და სხვა) სამხედრო და პოლიციური ძალები — „სოლომონის კუნძულების დახმარების რეგიონული მისია“ (RAMSI), სულ, დაახლოებით, 2200 პოლიციელი და სამხედრო პირი. მათ აღადგინეს წესრიგი და განაიარაღეს ტომების მებრძოლები.

პოლიტიკური მოწყობა

სოლომონის კუნძულების პოლიტიკური წყობაა — კონსტიტუციური მონარქია ხელისუფლების პარლამენტარული სისტემით. დედოფალი ელისაბედ II — სოლომონის კუნძულების მონარქი და სახელმწიფოს მეთაურია. მის ხელისუფლებას წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ხუთი წლის ვადით.

პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 50 წარმომადგენლისაგან, ირჩევა ყოველ ოთხ წელიწადში. უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვით (2010 წლის აგვისტო) პარლამენტში 19 დამოუკიდებელი დეპუტატი და 12 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია (ყველაზე დიდ პარტიას ჰყავს — 13 დეპუტატი, დანარჩენებს — 3-დან 1 დეპუტატამდე). პარლამენტი შეიძლება ვადამდე დათხოვნილ იქნეს მისი წევრების ხმათა უმრავლესობით.

21 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ სოლომონის კუნძულების მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში[4]. მთავრობის მეთაურია — პრემიერ-მინისტრი, მას ირჩევს პარლამენტი და იგი ნიშნავს სხვა მინისტრებს. მინისტრთა კაბინეტი შედგება 20 ადამიანისაგან. თითოეულ სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ეხმარება მდივანი (Permanent Secretary).

სოლომონის კუნძულების პოლიტიკური პარტიები სუსტებია, პარლამენტური კოალიციები საკმაოდ არასტაბილურია. მთავრობას ხშირად უცხადებენ უნდობლობის ვოტუმს და შედეგად მთავრობის შემადგენლობა ხშირად იცვლება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ცვლილება — ასევე ჩვეულებრივი საქმეა.

სოლომონის კუნძულებზე სამხედრო ქვედანაყოფები არ არსებობს, თუმცა დაახლოებით 500 კაცისაგან შემდგარ პოლიციაში, შედის საზღვრების დაცვის ქვედანაყოფი. პოლიცია ასრულებს მეხანძრეთა ფუნქციას, დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების დროს და ახორციელებს საზღვაო პატრულირებას. პოლიციას ხელმძღვანელობს გენერალ-გუბერნატორის მიერ დანიშნული კომისარი. კომისარს აკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.

  • 2006 წლის 23 აპრილს შედგა ახალი მთავრობის ინაგურაციის ცერემონია, რომელსაც თავში ჩაუდგა სნაიდერ რინი. ახალი მთავრობის მიზანი იყო გაეძლიერებინა ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც მიზეზი გახდა ახლო წარსულში მომხდარი მასობრივი უწესრიგობებისა, რის შედეგადაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონი (უპირველეს ყოვლისა ჩინური კვარტალი) ბოლომდე დაიწვა.
    იმავე დღეს ქვეყნიდან დაიწყო ეთნიკური ჩინელების მასიური ევაკუაცია, რომელთა რაოდენობა აქამდე 2 ათასამდე იყო. ზუსტად ისინი გახდნენ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მთავარ ობიექტად. სნაიდერ რინის, რომელსაც აქამდე ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი, ჰქონდა მჭიდრო საქმიანი კონტაქტები ჩინურ თემთან და ბევრით იყო მათზე დამოკიდებული.

საერთაშორისო ურთიერთობები

სოლომონის კუნძულები — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოს, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების წევრია.

ურთიერთობა პაპუა-ახალ გვინეასთან, რომელიც დაიძაბა ქვეყანაში კუნძულ ბუგენვილიდან დევნილების შემოსვლის გამო, რომლის მიზეზიც გახდა ბუგენვილელი სეპარატისტების აჯანყება და შემდეგ ამ აჯანყებულთა წინააღმდეგ სამთავრობო ჯარების შეტევა, აღდგა. ბუგენვილის თაობაზე მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიეს 1998 წელს, საზღვრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირდა 2004 წელს ხელმოწერილი პაპუა-ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებს შორის მიღწეული შეთანხმებით.

ადმინისტრაციული მოწყობა

სოლომონის კუნძულების პროვინციები

ადმინისტრაციულად სოლომონის კუნძულები დაყოფილია 9 პროვინციად. ამასთან ერთად ქვეყნის დედაქალაქი ჰონიარა, რომელიც კუნძულ გუადალკანალზე მდებარეობს, გამოყოფილია განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად — დედაქალაქის ტერიტორიად.

პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2009)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ცენტრალური პროვინცია ტულაგი 615 26 051 42,36
2 შუაზელის პროვინცია ტარო 3837 26 372 6,87
3 გუადალკანალის პროვინცია ჰონიარა 5336 93 613 17,54
4 ისაბელის პროვინცია ბუალა 4136 26 158 6,32
5 მაკირა-ულავა კირაკირა 3188 40 419 12,68
6 მალაიტას პროვინცია აუკი 4225 137 596 32,57
7 რენელი და ბელონა ტიგოა 671 3041 4,53
8 ტემოტუ ლატა 895 21 362 23,87
9 დასავლეთი პროვინცია გიზო 5475 76 649 14,00
10 დედაქალაქის ტერიტორია ჰონიარა 22 64 609 2936,77
სულ 28 400 515 870 18,16

მოსახლეობა

მოსახლეობის რაოდენობა — 515 870 ად. (2009 წლის აღწერა).

მოსახლეობის წლიური ზრდა — 2,3 % (2009 წლის აღწერა).

შობადობა — 26,9 ახალდაბადებული 1000 ქალზე (ფერტილობა — 3,4 დაბადებული ქალზე)

სიკვდილიანობა — 3,7 1000 ადამიანზე.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 71 წელი მამაკაცებისთვის, 76 წელი ქალებისთვის.

ეთნიკური შემადგენლობა: მელანეზიელები — 95,3 % (491 466 ად.), პოლინეზიელები — 3,1 % (15 911 ად.), მიკრონეზიელები — 1,2 % (6446 ად.), ჩინელები — 0,1 % (654 ად.), ევროპელები — 0,1 % (721 ად.), სხვები — 0,1 % (672 ად.) (2009 წლის აღწერა).[5]

ენები: ინგლისური (ოფიციალური) — მასზე ლაპარაკობს მოსახლეობის 1-2 %, საყოველთაო ურთიერთობისათვის გამოიყენება მელანეზიური პიჯინის ერთ-ერთი ნაირსახეობა — სოლომონის კუნძულების პიჯინი (ნეო-სოლომონიკი, სოლომონური პიჯინი), სინამდვილეში იგი კრეოლური ენაა. სულ ქვეყანაში 120 ადგილობრივი ენაა.

რელიგია: მელანეზიის ეკლესიის მიმდევრები — 31,9 % (164 639 ად.), კათოლიკები — 19,6 % (100 999 ად.), სამხრეთის ზღვების ევანგელისტები — 17,1 % (88 395 ად.), მეშვიდე დღის ადვენტისტები — 11,7 % (60 506 ად.), პაპუა-ახალი გვინეისა და სოლომონის კუნძულების გაერთიანებული ეკლესიის მიმდევრები — 10,1 % (51 919 ად.), ქრისტიანული ამხანაგობის ეკლესიის მიმდევრები — 2,5 % (13 153 ად.), სხვა ქრისტიანები — 4,4 %, სხვები — 2,7 % (14 076 ად.). (2009 წლის აღწერა).[5]

სოლომონის კუნძულების მოსახლეობის განათლების დონის შესახებ მონაცემები — არ არსებობს.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის წილი — 19,7 % (101 798 ად.) (2009 წლის აღწერა).

ეკონომიკა

ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, ხე-ტყის დამზადება.

მომუშავეთა სამი მეოთხედი დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, ასევე თევზჭერის და ხე-ტყის დამზადების სფეროში. საწარმოო სექტორში (თევზის გადამუშავება, ტყის მასალები) დასაქმებულია მომუშავეთა 5 %, მომსახურების სფეროში — 20 %.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (2009 წელს) — 2,5 ათასი დოლარი (177-ე ადგილი მსოფლიოში).

მოჰყავთ კაკაო, ქოქოსის პალმა, ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები, ხილი. უვლიან შინაურ ცხოველებს.

ქვეყანას აქვს ტყვიის, თუთიის, ნიკელის და ოქროს დიდი მარაგი, ასევე ბოქსიტების და ფოსფატების, მარაგიც, მაგრამ ისინი არ მუშავდება.

საგარეო ვაჭრობა

ექსპორტი — 0,24 მილიარდი დოლარი. 2008 წელს — ხე-ტყე, თევზი, კოპრა, პალმის ზეთი, კაკაო.

ძირითადი მყიდველები (2009 წელი) — ჩინეთი — 54,1 %, სამხრეთ კორეა — 6,2 %, ფილიპინები — 6 %, ესპანეთი — 4,9 %.

იმპორტი — 0,26 მილიარდი დოლარი. 2008 წელს — საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, საწვავი, ქიმიური პროდუქტები.

ძირითადი მომწოდებლები (2009 წელი) — სინგაპური — 24,7 %, ავსტრალია — 23,1 %, ახალი ზელანდია — 5,2 %, ფიჯი — 4,5 %, პაპუა-ახალი გვინეა — 4,3 %, მალაიზია — 4 %.

კულტურა

სოლომონის კუნძულებზე მნიშვნელოვან ფარგლებში შენარჩუნებულია საკუთარი ძველი კულტურული სახე.

სოფლებში ჭარბობს ტრადიციული ტიპის სახლები: მსუბუქი, მართკუთხა ქოხები ბოძებზე მიმაგრებული კედლებით და პალმის ფურცლებიანი ორფერდიანი სახურავით. მაგრამ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში არცთუ ისე ცოტაა ევროპული ტიპის ნაგებობები.

ტანსაცმელში ევროპულმა ელემენტებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ტრადიციული, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აგრძელებს თეძოებზე შემოკრული სახვევების და მოკლე კაბების ტარებას.

კუნძულელების სულიერ კულტურაში ტრადიცია ასევე მჭიდროდაა გადაბმული თანამედროვეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობას შორის შედარებით კარგად შენარჩუნებულია ფოლკლორი, საკუთარი სიმღერები და ცეკვები, გამოყენებითი ხელოვნება, მაგრამ ასევე ნელ-ნელა მკვიდრდება თანამედროვე კულტურაც.

სპორტი

სოლომონის კუნძულების ნაკრები ფეხბურთში ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გუნდი, რომელმაც მოუგო ახალი ზელანდიის ნაკრებს და გავიდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში. მაგრამ პლეი-ოფის პირველივე შეხვედრაში მათ წააგეს ავსტრალიის ნაკრებთან ანგარიშით 0:7.

2008 წლის 14 ივნისს სოლომონის კუნძულების ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში გაიმარჯვა ფიჯიში ჩატარებულ ფუტსალის ოკეანეთის ჩემპიონატში და მიიღო უფლება მონაწილეობა მიეღო 2008 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ტარდებოდა 2008 წლის 30 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ბრაზილიაში. სოლომონის კუნძულების ნაკრები პლაჟის ფეხბურთში ითვლება ოკეანეთის საუკეთესო ნაკრებად და მონაწილეობას იღებდა ბოლო სამ პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის აღწერა (Recensement national de 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-16. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  2. Mount Popomanaseu, Solomon Islands. Peakbagger.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-23. ციტირების თარიღი: 2012-05-06.
  3. Kirch, Patrick Vinton (2002). On the Road of the Winds: An Archaeological History of the Pacific Islands. Berkley, California: University of California Press. ISBN 0-520-23461-8
  4. CIA — The World Factbook — Solomon Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-27. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  5. 5.0 5.1 სოლომონის კუნძულების მოსახლეობის აღწერა (2009)

Read other articles:

The HonorableHenry Puna Sekretaris-Jenderal Forum Kepulauan PasifikPetahanaMulai menjabat 4 Februari 2021 PendahuluMeg TaylorPenggantiPetahanaPerdana Menteri Kepulauan CookMasa jabatan30 November 2010 – 1 Oktober 2020Penguasa monarkiElizabeth IIWakilTeariki HeatherMark BrownPerwakilanFrederick Tutu GoodwinTom Marsters PendahuluJim MaruraiPenggantiMark Brown Kementerian Tambahan Menteri EnergiMasa jabatan3 Desember 2010 – 1 Oktober 2020 PendahuluWilliam (Smiley) Heath...

 

العلاقات الفنلندية المصرية فنلندا مصر   فنلندا   مصر تعديل مصدري - تعديل   العلاقات الفنلندية المصرية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين فنلندا ومصر.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة فنلندا مصر ال�...

 

1867 Maryland gubernatorial election ← 1864 November 5, 1867 1871 →   Nominee Oden Bowie Hugh Lennox Bond Party Democratic Republican Popular vote 63,694 22,050 Percentage 74.28% 25.72% Governor before election Thomas Swann Unionist Elected Governor Oden Bowie Democratic Elections in Maryland Federal government Presidential elections 1788–89 1792 1796 1800 1804 1808 1812 1816 1820 1824 1828 1832 1836 1840 1844 1848 1852 1856 1860 1864 1868 1872 1876 1880 188...

أدلبرت ألثوز حاكم ولاية غوام التاسع والعشرين . في المنصب14 ديسمبر 1922 – 4 أغسطس 1923 جون ميلر . هنري برايس . حاكم ولاية غوام السابع والعشرين . في المنصبفبراير 7, 1922 – ديسمبر 8, 1922 جيمس سبور . جون ميلر . معلومات شخصية اسم الولادة أدلبرت ألثوز . الميلاد 23 مايو 1869  تشاناهون  تاريخ ا�...

 

Franz von SickingenPasanganHedwig von FlersheimKeluarga bangsawanSickingenBapakSchweickhardt von SickingenIbuMargarethe Puller von der HohenburgLahir2 Maret 1481Kastel Ebernburg, Elektorat Pfalz, Kekaisaran Romawi SuciMeninggal7 Mei 1523(1523-05-07) (umur 42)Kastel Nanstein, Elektorat Pfalz, Kekaisaran Romawi SuciPemakamanKapel Santa Maria (sekarang St. Andreas-Kirche), Landstuhl Franz von Sickingen (2 Maret 1481 – 7 Mei 1523) adalah seorang ksatria Kekaisaran Romawi Suci ...

 

Violent attack on an ethnic or religious group, usually Jews For the racehorse, see Pogrom (horse). For the volcano in the Aleutian Islands, see Pogromni Volcano. PogromPlundering the Judengasse, a Jewish ghetto in Frankfurt, on 22 August 1614TargetPredominantly JewsAdditionally other ethnic groups Part of a series onAntisemitism Part of Jewish history and discrimination History Timeline Reference Definitions IHRA definition of antisemitism Jerusalem Declaration on Antisemitism Nexus Document...

French national public television broadcaster 48°50′20″N 2°16′17″E / 48.83889°N 2.27139°E / 48.83889; 2.27139 France TélévisionsLogo used since 2022France Télévisions headquarters in 2015Company typeSociété anonymeIndustryPublic broadcastingFounded7 September 1992; 31 years ago (1992-09-07) (as France Télévision)[a]1 August 2000; 23 years ago (2000-08-01) (as France Télévisions SA)Headquarters7 esplanade...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: コルク – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2017年4月) コルクを打ち抜いて作った瓶の栓 コルク(木栓、�...

 

Vintage aeroplanes Battle of Britain Memorial Flight Antique, classic, heritage, historic, veteran or vintage aircraft are aircraft of an obsolete type which have been preserved beyond their normal life. Their owners are typically aviation museums, armed forces or private enthusiasts. Sometimes they may be maintained in an airworthy condition so that they can be flown at air displays or on public occasions. For example, the Battle of Britain Memorial Flight maintained by the United Kingdom's ...

Artikel ini memiliki beberapa masalah. Tolong bantu memperbaikinya atau diskusikan masalah-masalah ini di halaman pembicaraannya. (Pelajari bagaimana dan kapan saat yang tepat untuk menghapus templat pesan ini) Artikel biografi ini ditulis menyerupai resume atau daftar riwayat hidup (Curriculum Vitae). Tolong bantu perbaiki agar netral dan ensiklopedis. Gaya atau nada penulisan artikel ini tidak mengikuti gaya dan nada penulisan ensiklopedis yang diberlakukan di Wikipedia. Bantulah memperbaik...

 

Bridge in Adana, TurkeyÇatalan BridgeThe Çatalan (West) Bridge crossing Seyhan Dam Lake, seen from the southCoordinates37°04′38″N 35°16′27″E / 37.0771°N 35.2742°E / 37.0771; 35.2742Carries2 lanes of Göl Kenarı RoadCrossesSeyhan DamLocaleAdana, TurkeyOfficial nameÇatalan KöprüsüMaintained byKarayolları Genel MüdürlüğüCharacteristicsMaterialReinforced concreteTotal length1575 mHistoryConstruction start1998Construction end2002Opened17 June 2002Lo...

 

Type of stock-based noodle soup Sopa de fideo from California with corn and chicken, garnished with avocado and a lime wedge Sopa de fideo from Spain Sopa de fideo (Spanish for noodle soup), also referred to as sopita de fideo,[1] is a stock-based noodle soup that is a part of the cuisines of Spain, Mexico, and Cavite, a province in the Philippines. Description In Spain and Mexico, sopa de fideo is made with thin noodles (typically vermicelli and angel hair pasta) which are typically ...

American social worker Isabelle M. KelleyBorn(1917-07-27)July 27, 1917Ellington, ConnecticutDiedNovember 29, 1997(1997-11-29) (aged 80)Bethesda, MarylandNationalityAmericanOccupationSocial WorkerYears active1940–1973Known forarchitect of the food stamp program Isabelle M. Kelley (27 July 1917 – 29 November 1997) was an American social worker who was the primary architect of the Federal Food Stamp Program. When she was appointed to be the director of the Division which overs...

 

Військово-музичне управління Збройних сил України Тип військове формуванняЗасновано 1992Країна  Україна Емблема управління Військово-музичне управління Збройних сил України — структурний підрозділ Генерального штабу Збройних сил України призначений для планува...

 

1996 American filmVampirellaHome video release posterDirected byJim WynorskiWritten byGary GeraniBased onVampirellaby Forrest J. AckermanTrina Robbins Frank Frazetta Tom SuttonProduced byAngela BaynesPaul HertzbergJim WynorskiStarringTalisa SotoRoger DaltreyCinematographyAndrea RossottoMusic byJoel GoldsmithProductioncompaniesCineTel FilmsConcorde PicturesSunset Films InternationalDistributed byConcorde PicturesRelease date September 28, 1996 (1996-09-28) Running time82 minutes...

لايتهاوس بوينت     الإحداثيات 26°16′29″N 80°05′22″W / 26.274722222222°N 80.089444444444°W / 26.274722222222; -80.089444444444   [1] تاريخ التأسيس 1947  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[2]  التقسيم الأعلى مقاطعة بروارد  خصائص جغرافية  المساحة 6.194961 كيلومتر مربع6.192947 كيلو�...

 

Fantastic Beasts: The Secrets of DumbledoreSutradaraDavid YatesProduser David Heyman J. K. Rowling Steve Kloves Lionel Wigram Tim Lewis Skenario J. K. Rowling Steve Kloves CeritaJ. K. RowlingBerdasarkanCharactersoleh J. K. RowlingPemeran Eddie Redmayne Katherine Waterston Dan Fogler Alison Sudol Ezra Miller Callum Turner William Nadylam Poppy Corby-Tuech Jessica Williams Jude Law Mads Mikkelsen Penata musikJames Newton HowardSinematograferGeorge RichmondPenyuntingMark DayPerusahaanprodu...

 

American college basketball season 1981–82 Duke Blue Devils men's basketballConferenceAtlantic Coast ConferenceRecord10–17 (4–10 ACC)Head coachMike Krzyzewski (2nd season)Assistant coachChuck SwensonHome arenaCameron Indoor StadiumSeasons← 1980–811982–83 → 1981–82 ACC men's basketball standings vte Conf Overall Team W   L   PCT W   L   PCT No. 1 North Carolina † 12 – 2   .857 32 – 2   .941 No. 7 Virginia 1...

Mgr.Aloysius Josef G. DibjokarjonoUskup Emeritus SurabayaGerejaGereja Katolik RomaTakhtaKeuskupan SurabayaPenunjukan2 April 1982(64 tahun, 98 hari)Masa jabatan berakhir26 Maret 1994(76 tahun, 91 hari)PendahuluJan Antonius Klooster, C.M.PenerusJohannes Sudiarna HadiwikartaImamatTahbisan imam2 Juni 1945[1](27 tahun, 159 hari)oleh Albertus Soegijapranata, S.J.Tahbisan uskup16 Desember 1982(64 tahun, 356 hari)oleh Justinus Kardinal Darmoju...

 

Sporting event delegationQatar at the2024 Summer OlympicsIOC codeQATNOCQatar Olympic CommitteeWebsitewww.olympic.qa/en (in English and Arabic)in Paris, France26 July 2024 (2024-07-26) – 11 August 2024 (2024-08-11)Competitors10 in 4 sportsMedals Gold 0 Silver 0 Bronze 0 Total 0 Summer Olympics appearances (overview)19841988199219962000200420082012201620202024 Qatar is scheduled to compete at the 2024 Summer Olympics in Paris from 26 July to 11 August 2...