აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულები

აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულები (ინგლ. United States Minor Outlying Islands) — მოიცავს წყნარ ოკეანეში მდებარე 8 და კარიბის ზღვაში მდებარე 1 კუნძულოვან ტერიტორიას.

აქ შემავალი ყველა კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში, გარდა კუნძულ ნავასასი. დღეისათვის აქ არსებული კუნძულების უმრავლესობაზე მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს (2014). ამასთან ერთად კუნძულებზე იმყოფება სამხედრო და სამეცნიერო ობიექტების დროებითი პერსონალი. 2000 წლის აღწერის შედეგად მათი რიცხვი შეადგენს 316 ადამიანს.[1]

კუნძული ნავასა არის სადავო ტერიტორია ჰაიტსა და აშშ-ს შორის, ხოლო ატოლი უეიკი მარშალის კუნძულებსა და აშშ-ს შორის.

ამ ტერიტორიას ადრე მინიჭებული ჰქონდა ზედა დონის ინტერნეტ დომენი .Um. 2007 წელს, მისი გამოუყენლობის მიზეზით, იგი გაუქმდა.[2]

კუნძულთა ჩამონათვალი

წყნარ ოკეანეში არსებული აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულების რუკა

აშშ-ის მცირე მიმდებარე კუნძულებში შედიან:

ატოლი/კუნძული კუნძულის ფართობი
კმ²
ლაგუნა
კმ²
კოორდინატები

წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი, გაფანტული იზოლირებული კუნძულები

უეიკი 7,4 6 19°17′ ჩ. გ. 166°36′ ა. გ. / 19.283° ჩ. გ. 166.600° ა. გ. / 19.283; 166.600
ჯონსტონი 2,52 130 16°45′ ჩ. გ. 169°31′ დ. გ. / 16.750° ჩ. გ. 169.517° დ. გ. / 16.750; -169.517

წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი, ჩრდილო-დასავლეთი ჰავაის კუნძულები

მიდუეი 6,23 40 28°13′ ჩ. გ. 177°22′ დ. გ. / 28.217° ჩ. გ. 177.367° დ. გ. / 28.217; -177.367

წყნარი ოკეანის ცენტრი, ჩრდილოეთ ლაინის კუნძულები

რიფი კინგმენი 0,01 100 6°24′ ჩ. გ. 162°24′ დ. გ. / 6.400° ჩ. გ. 162.400° დ. გ. / 6.400; -162.400
პალმირა 6,56 15 5°52′ ჩ. გ. 162°06′ დ. გ. / 5.867° ჩ. გ. 162.100° დ. გ. / 5.867; -162.100

წყნარი ოკეანის ცენტრი, ცენტრალური ლაინის კუნძულები

ჯერვისი 4,45  — 0°22′ ს. გ. 160°03′ დ. გ. / 0.367° ს. გ. 160.050° დ. გ. / -0.367; -160.050

წყნარი ოკეანის ცენტრი, ჩრდილოეთ ფენიქსის კუნძულები

ბეიკერი 1,24  — 0°13′ ჩ. გ. 176°28′ დ. გ. / 0.217° ჩ. გ. 176.467° დ. გ. / 0.217; -176.467
ჰოულენდი 1,62  — 0°48′ ჩ. გ. 176°38′ დ. გ. / 0.800° ჩ. გ. 176.633° დ. გ. / 0.800; -176.633

კარიბის ზღვა

ნავასა 5,2  — 18°24′ ჩ. გ. 75°01′ დ. გ. / 18.400° ჩ. გ. 75.017° დ. გ. / 18.400; -75.017
სულ 35,23 291

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში