ლაზური ენა, ჭანური ენა (ლაზ.ლაზური ნენა, Lazuri nena) — ქართველურ ენათა ოჯახის ზანურ ენათა ჯგუფის ენა. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპროს გასწვრივ მცხოვრები (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ ამ ენაზე დაახლ. 130 000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც სალაპარაკო ენაზე „ლაზისტანს“ უწოდებენ, და დაახლ. 3000 საქართველოში.
გეოგრაფიული არეალი
კოლხთა უძველესი სამეფო მდებარეობდა იმ რეგიონში სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს, შესაბამისად მათი ენა კოლხთა შთამომავალი (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.
ლაზური ენა იყენებს ქართულსა და ლათინურ დამწერლობებს. ამათგან თურქეთში მყოფი ლაზებისთვის უფრო პოპულარული თურქული ლათინურის მიხედვით შექმნილი ე.წ. „ლაზური ანბანია“.
↑ 2.02.1Extension consonnant for the Latin version of the Latin alphabet, often represented with the digit three (3) (currently missing from Unicode ?) ; the Cyrillic letter ze (З/з) has been borrowed in newspapers published in the Socialist Republic of Georgia (within USSR) to write the missing Latin letter ; modern orthographies used today also use the Latin digraphs Ts/ts for З/з and Ts’/ts’ for(З’/з’