ყ, ⴗ, Ⴗ, Ყ[1] (ყარი) — ქართული ანბანის ოცდამეოთხე ასო (ძველ ქართულში ოცდამეშვიდე იყო). შეესაბამება ხახისმიერ ყრუ მკვეთრ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ რვაასს (800).
ყ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. VII საუკუნეში იგი თავგახსნილია. ნუსხურში ყ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივა გადახრილი. იგი მხედრულში მომრგვალებული კონტურისაა. ნუსხურში და მხედრულში ყ ქვედა სამ ხაზში იწერება.