ხ, ⴞ, Ⴞ, Ხ[1] (ხანი) — ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე ასო (ძველ ქართულში ოცდამეთოთხმეტე იყო). შეესაბამება უკანაენისმიერ ფშვინვიერ ნაპრალოვან თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ექვსიათასს (6000).
ხ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ხ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. ხ-ს მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.