ს, ⴑ, Ⴑ, Ს[1] (სან) — ქართული ანბანის მეთვრამეტე ასო. შეესაბამება წინანუნისმიერი სისინა ყრუ ფშვინვიერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ორასს (200).
ს-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ს ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში იგი მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში იგი ზედა სამ ხაზში იწერება.