ჟ, ⴏ, Ⴏ, Ჟ[1] (ჟანი) — ქართული ანბანის მეთექვსმეტე ასო (ძველ ქართულში მეთვრამეტე იყო). შეესაბამება უკანანუნისმიერ მჟღერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ოთხმოცდაათს (90).
ჟ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზებისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. VI-VII სს. ჟ თავგახსნილია. ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. იგი მხედრულში მომრგვალებული ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში ჟ ქვედა სამ ხაზში იწერება.