ჰ, ⴠ, Ⴠ, Ჰ[1] (ჰაე) — ქართული ანბანის ოცდამეცამეტე ასო (ძველ ქართულში ოცდამეჩვიდმეტე იყო). მისი სახელია „ჰაე“. გრაფიკული სიმბოლო ლარინგალური ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ცხრაათასს (9000).
ჰ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზებისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ჰ ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივაა გადახრილი. მას შუა ორი ხაზი უკავია. მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.