ტ, ⴒ, Ⴒ, Ტ[1] (ტარი) — ქართული ანბანის მეცხრამეტე ასო (ძველ ქართულში ოცდამეერთე იყო). შეესაბამება კბილისმიერ ყრუ მკვეთრ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამასს (300).
ტ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზებისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ტ მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში იგი ქვედა სამ ხაზში იწერება.