ო, ⴍ, Ⴍ, Ო[1] (ონი) — ქართული ანბანის მეთოთხმეტე ასო (ძველ ქართულში მეთექვსმეტე იყო). შეესაბამება მჟღერ ხმოვან ბგერას. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამოცდაათს (70).
ო-ს მოხაზულობა ასომთავრულში წრისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. იგი ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა. მხედრულში ო მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში იგი შუა ორ ხაზში იწერება.