დ, ⴃ, Ⴃ, Დ[1] (დონი) — ქართული ანბანის მეოთხე ასო. მისი სახელია „დონი“. გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშულ-მსკდომი მჟღერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴃ, ნუსხურში — ⴃ, ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ოთხს (4). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება.
მოხაზულობა
ასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული
მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება
რიცხვითი მნიშვნელობა
IPA
ISO 9984
რომანიზაცია
NGR
დონი
4
/d/
D d
D d
D d
დ-ს მოხაზულობა ასომთავრულში წრისა და ხაზის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ადრეულ ძეგლებში იგი ყელის გარეშე გვხვდება. დ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი და ზედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრულში საყრდენი ფეხი აქვს და ქვედა სამ ხაზში იწერება.