ც, ⴚ, Ⴚ, Ც[1] (ცანი) — ქართული ანბანის ოცდამეშვიდე ასო (ძველ ქართულში ოცდამეათე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ ფშვინიერ სისინა თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ორი ათასს (2000).
ც-ს მოხაზულობა ასომთავრულში მარჯვნივ გახსნილი წრეა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ც ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივა გადახრილი. მას მხედრულში მომრგვალებული ფორმა აქვს. ნუსხურსა და მხედრულში ც ქვედა სამ ხაზში იწერება.