ლაზები

ლაზები
ლაზეფე
ლაზები
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: თურქეთი თურქეთი ~250 ათასი
დროშა: საქართველო საქართველო 2,000
ენები ლაზური, თურქული, ქართული
რელიგიები ისლამი (უმრავლესობა), მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი

ლაზები ან ჭანები (ლაზ. Lazepe, ლაზეფე) — ქართველური მოდგმის ეთნიკური ჯგუფი. ისტორიული ლაზეთის მკვიდრი მოსახლეობა. ამჟამად სახლობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე მცირე ოდენობით აჭარაში. ლაზები საუბრობენ ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალ ლაზურ ენაზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ თავისი ენა და კულტურა. ლაზები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობასა და თევზჭერას, იყვნენ კარგი ნაოსნები.

ისტორია

ისტორიული ლაზეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში

აგათია სქოლასტიკოსი წერდა[1]:

ვიკიციტატა
„ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუ კი ის გაეცნობა ფაზისის კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას.“

საქართველოს გავლენის ქვეშ

1204 წელს თამარ მეფის ინიციატივით ორგანიზებული ქართველთა ხალდიაში ლაშქრობის შემდეგ ჩამოყალიბდა ტრაპიზონის იმპერია, რომლის მოსახლეობა ძირითადად ლაზებისაგან შესდგებოდა. იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა დიდი ლაზიის თემი. მომდევნო პერიოდში ადგილობრივი ლაზები არაერთხელ გამხდარან ქართველთა დასაყრდენი ტრაპიზონისი იმპერიაში „პრო-ქართული“ ორიენტაციის გატარებისთვის. ლაზეთი დიდი ხნის განმავლობაში სამცხისა და გურიის სამთავროს შორის დაპირისპირების საგანად რჩებოდა, თუმცა 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლის შედეგებით საბოლოოდ გურიის შემადგენლობაში შევიდა, სანამ მას 1547 წელს ოსმალები დაიპყრობდნენ.

ოსმალეთის იმპერია და ისლამიზაცია

ტრაპიზონელი ლაზები, 1910-იანი წლები

იოსებ ყიფშიძის „ჭანურ ტექსტებში“ გვხვდება ლაზთა გადმოცემა ოსმალეთის მიერ ლაზეთის დაპყრობა და ისლამიზაციის შესახებ, რომლის თანახმად ოსმალებმა, სულთან სელიმ I-ის ზეობისას, თავისი ჯარებით ტრაპიზონიდან ლაზეთში შეიჭრნენ, თავდაპირველად მათ დაიკავეს მელო, შემდეგ კი ბრძოლა-ბრძოლით გონიოს ციხე, რითიც არჰავი, ვიწე, ათინა, ხოფა, გონიო, ბათუმი, ჩხალა, ბეღლევანი, ნოღედი (მაკრიალი) და სარფი ბლოკადაში აღმოჩნდა. დაპირისპირება სამი თვე გაგრძელდა და ლაზები იძულებული გახდნენ დამორჩილებულიყვნენ. ამ დროისთვის ლაზთა წარმომადგენელად გვევლინება პეტრო ხეცია, რომელსაც დაევალა ოსმალეთთან ზავის გაფორმება. ეს უკანასკნელი არ დასთანხმდა ისლამის მიღებას და ოსმალეთთან ზავის პირობად მაღალი გადასახადების გადახდა ამჯობინა. ამავე ცნობებით, მოგვიანებით, ოსმალებმა ქრისტიანი მღვდელები შეავიწროვეს და ლაზთა ისლამზე მოსაქცევად ამასიიდან 45 ხოჯა მოიყვანეს. მაღალი გადასახადებისგან თავის დაღწევის სურვილმა და ახლად გახსნილმა თურქულმა სასწავლებლებლებმა ლაზთა თურქიზაციისა და ისლამიზაციას შეუწყვეს ხელი. ამ პროცესების მოწინააღმდეგე ლაზი საერო და სასულიერო პირები პაპათსა და დუდიკვათში 1600-1602 წწ. ოსმალებმა სიკვდილით დასაჯეს. ლაზი მოწამეები საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიის მიერ წმინდანად არიან შერაცხული. XVII საუკუნის განმავლობაში ლაზები თანდათან ისლამზე მოექცნენ. როგორც კი ოსმალებმა საკუთარი პოზიციები გაიმყარეს რეგიონში მათ მილეთის სისტემის დანერგვა სცადეს ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა, რომლებიც ადრე ქართულ ეკლესიას ექვემდებარებოდა, იძულებული გახდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამორჩილებოდა. ასეთი ლაზები თანდათან კარგავდნენ საკუთარ ენასა და იდენტობა, რაც ფაქტობრივად მათ „გაბერძნებას“ იწვევდა. XVII ს.-ის მეორე ნახევრიდან ლაზებს უკავშირდება დასავლეთ საქართველოში სიმინდის კულტურის შემოტანა, რომელიც შემდგომ საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მთავარ პროდუქტად იქცა.[1]

XVIII ს.-ის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ლაზებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„… კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე“

რუსეთ-ოსმალეთის ომები

1801 წლიდან დაწყებული რუსეთის იმპერიამ თანმიმდევრობით დაიპყრო ქართული სამეფო-სამთავროები. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების მომძლავრებას ოსმალეთის იმპერია შეეწინააღმდეგა, რასაც 1806-1812 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომი მოჰყვა. რუსეთ ოსმალეთის ომის შემდეგ სულთან მაჰმუდ II-მ სცადა ლაზისტანის ადგილობრივი ლაზი ბეგების შევიწროვება. 1832 წელს აჯანყდა ტაჰირ აღა ტუსჩიოღლი. აჯანყება თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა 1834 წლის გაზაფხულში აჯანყება ჩაახშვეს, რამაც საბოლოოდ მოსპო ლაზი ბეგების ავტონომია, რაც მხოლოდ 1951 წლამდე გაგრძელდა. ამავე წელს შეიქმნა ლაზისტანის სანჯაყი, რომელსაც ოსმალეთის მიერ დანიშნული გამგებელი მმართავდა.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ლაზებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სან-სტეფანოსა (1878, 3 მარტი), და ბერლინის კონგრესის (1878, ივნისი/ივლისი) თანახმად ლაზისტანის დიდი ნაწილი (ბათუმი და ართვინი) რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა. სან-სტეფანოს ხელშეკრულება ლაზებმა ოსმალეთის მხრიდან ღალატად მიიჩნიეს და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, ლაზისტანის წარმომადგენლებმა, დახმარებისთვის ბრიტანელებს მიმართეს და ამასთანავე ბრიტანეთის დედოფალს მორჩილებაც აღუთქვეს.[2] მოგვიანებით, ბერლინის კონგრესზე ბრიტანელმა დიპლომატებმა რუსეთის იმპერიისთვის ბათუმის პორტის გადაცემის აღსაკვეთად, მხარი დაუჭირეს ლაზთა დამოუკიდებლობის იდეას.[3] სელისბერმა წამოაყენა ლაზისტანის საკითხი და შუვალოვს მოუწოდა ბათუმთან დაკავშირებით „შუალედური შეთანხმება“ მიეღო, რაც დამოუკიდებელი ლაზისტანი სახანოს შექმნას ისახავდა მიზნად. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. რუსეთის მიერ ბათუმის დაკავების შემდეგ ლაზისტანის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი რიზე გახდა.

პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ზეწოლის საფუძველზე უამრავმა ლაზმა და ქართველმა მიატოვა მშობლიური მხარე და ოსმალეთში გადასახლდა (ბურსა, იალოვა, კარამიურსელი, იზმითი, ადაპაზარი და საპანჯა). ოსმალთა აღწერის მიხედვით 1882 წლისთვის ოსმალეთის იმპერიაში 40 ათასამდე ლაზი და ქართველი დასახლდა. რუსეთის ექსპანსიით გამოწვეულმა ტანჯვამ კიდევ უფრო გააძლიერა ლაზთა ერთგულება ოსმალეთისადმი. სწორედ ამიტომ ლაზთაგან მრავლად იქმნებოდა მოხალისეობრივი ჯგუფები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისქენდერ ჭიტაშის თანახმად, 1908 წლიდან ოსმალეთის იმპერიაში ახალგაზრდა თურქების მოძრაობის გავრცელებასთან ერთად, ლაზისტანში ფაიკ ეფენდიშის ლიდერობით ეროვნული მოძრაობა დაიწყო. თუმცა ეს მოძრაობა მალევე განეიტრალდა აბდულჰამიდის ჩარევით.[4] ნ. მარის თანახმად, ფაიკ ეფენდიში დააპატიმრეს ლაზური ანბანის შექმნის მცდელობისათვის, ხოლო მისი ნაშრომები კი დაწვეს.[5]

პირველი მსოფლიო ომი

აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას (1914–1918) რუსებმა დაიკავეს რიზე და ტრაპიზონი, თუმცა 1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ, მათ უკან დახევა მოუწიათ და 1918 წლის მარტში ეს მხარე თურქულ-ოსმალურ ძალებს დაუტოვეს. ლაზები ოსმალეთის იმპერიაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონში ქართველებთან ერთად ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ლაზისტანის ფილიალი, რომელმაც 1918 წ.-მდე იარსება იქამდე, სანამ ლაზისტანი სრულიად ოსმალეთის ხელში გადავიდა. ნაციონალური მოძრაობები კიდევ უფრო გააქტიურდა 1918-1920 წლებს შორის; შეიქმნა მრავალი კომიტეტები და დროებითი მთავრობები. თუმცა რსფსრ-სა და თურქეთს შორის გაფორმებულმა „მეგობრობის ხელშეკრულებამ“ (1921) თურქებს ლაზისტანის შემოერთება გაუმარტივა. ლაზების ნაწილი, რომელიც ქრისტიანობას მიზდევდა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შედეგად საბერძნეთში იქნა ევაკუირებული. ავტონომიური ლაზისტანის სანჯაყი 1923 წლამდე განაგრძობდა არსებობას, ხოლო თავად ტერმინი „ლაზისტანი“ ოფიციალურად 1926 წელს აიკრძალა ქემალისტების მიერ.

ქემალისტური თურქეთი

ტრადიციული ლაზური სახლი არდაშენში.

1923 წელს თურქეთის პარლამენტში შემოთავაზებული იქნა ლაზისტანისთვის რიზეს დარქმევის იდეა. სახელის შეცვლის მთავარი არგუმენტი უკავშირდებოდა იმ აზრს, რომ „ლაზისტანი“ არ შეესაბამებოდა თურქულ ეროვნულ ინტერესებს.[6] თურქეთის მთავრობა ქურთულ, ლაზურ და ჩერქეზულ ენებზე პუბლიკაციების აკრძალვის მიზნით სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდა. ეს აკრძალვები აღსრულდა 1931 წლის პრესის კანონის გადაწყვეტილებით. ამიერიდან თურქეთის მთავრობა ამ ენებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებას „სეპარატისტულად“ მიიჩნევდა[7]. 1932 წლიდან 1990-იან წლებამდე, თურქეთის ისტორიის თეზისიდან გამომდინარე, თურქეთის სახელმწიფო არ აღიარებდა ეთნიკური უმცირესობათა არა-თურქული წარმომავლობას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კირზიოღლუს (1986) მარგინალური თეორიები, რომლის თანახმადაც ლაზები თურქული წარმომავლობის ხალხად ცხადდებოდა.[8][9] 1934 წელს თურქეთმა მიიღო „კანონი გვარების შესახებ“ (თურქ. Soy Adı Kanunu). მე-5 მუხლის მიხედვით, „ახალი გვარები უნდა იყოს აღებული თურქული ენიდან“. მე-7 მუხლი კრძალავდა „უცხო რასისა და ერის“ სახელის გვარად გამოყენებას, ხოლო მე-8 მუხლი კრძალავდა „სახელების, რომლებიც აჩვენებენ ტომის ან კლანის წევრობას“ ახალ გვარებად არჩევას. ამ პოლიტიკური ცვლილებების გამო ბევრი ლაზი იძულებული გახდა შეეცვალა გვარი[9].

საბჭოთა კავშირსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საზღვრების ჩაკეტვამ გაართულა ლაზთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა 1950-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჩაის მრეწველობის გააუმჯობესა ლაზთა ვითარება, რამაც ხელი შეუწყო მათ „სახელმწიფოზე ორიენტირებულ“ დამოკიდებულებას და ამასთანავე მათ მიგრაციას თურქეთის დასავლეთ პროვინციებში.[10] ამან თურქეთი ასევე აქცია ჩაის სიდიდით მეხუთე მწარმოებლად მსოფლიოში. ეკონომიკურმა ინტეგრაციამ და მიგრაციებმა ლაზური ენის დაკარგვას შეუწყო ხელი. ჩაის მრეწველობის განვითარებას უკავშირდება 1950 წლიდან 1965 წლამდე იმ ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნა, რომლებიც ლაზებად თვლიდა თავს.[11] 1945 წელს თურქეთში ლაზური ენის მცოდნეთა რაოდენობა შეადგინა 46,987 ადამიანი, 1965 წელს ლაზური მეორეხარისხოვან ენად მიუთითა 59,101 ადამიანმა, ხოლო მშობლიურ ენად მიუთითა 26,007 ადამიანმა.[12] მაშინ როდესაც ადრე რესპუბლიკურ პერიოდში ლაზი ბავშვები განათლებას თურქულის ცოდნის გარეშე იწყებდნენ, მათ უკვე უკრძალავდნენ მშობლიურ ენაზე საუბარს, რაც სიმბოლური და ფიზიკური ძალადობით ისჯებოდა.[13] დროთა განმავლობაში ლაზთა განათლებულ, ურბანიზებულ და ზღვისპირა ნაწილში თურქული ენა გაბატონდა, ხოლო ლაზური ენა მთიან და გლეხთა სეგმენტში შემორჩა.[14]

ლაზები დღეს

1980-იანი წლები აღინიშნა ლაზური კულტურული მოძრაობის გააქტიურებით, რომლის მთავარი მიზანი ლაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება იყო. ამავე პერიოდში ლათინურის ბაზაზე შეიქმნა ლაზური ანბანი და ლაზური ენის სტანდარტი, მათ შორის შედგენილ იქნა ლექსიკონები და გრამატიკა, რასაც ხელი უნდა შეეწყო ლაზური ენის შემსწავლელი კურსებისთვის (როგორიც იყო ლაზური ენის შემსწავლელი კლასები კელნის „ლაზებურას კულტურულ ცენტრში“). გარდა ამისა შეიქმნა ბეჭდური გამოცემები: ოგნი (სტამბოლი, 1993-1994), მჟორა (2000), ტანურა და სკანი ნენა (2009- დღემდე).

განსაკუთრებულ როლს ლაზურ კულტურულ მოძრაობაში თამაშობდა მუსიკა. 1993 წელს სტამბულის ლაზი მემარცხენე შეხედულების სტუდენტებმა (ქაზიმ ქოიუნჯუ, მეჰმედალი ბარიშ ბეშლი და სხვა) ჩამოაყალიბეს როკ ჯგუფი ზუღაში ბერეფე (ზღვის შვილები), რაც ფაქტობრივად პოლიტიკურ განაცხადს უდრიდა მათ მიერ ლაზურად შესრულებული სიმღერების გამო. ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმ ქოიუნჯუ მარტო განაგრძობდა მოღვაწეობას. ქოიუნჯუს მუსიკალურმა მოღვაწეობამ განსაკუთრებული პოპულარიზაცია გაუწია ლაზურ მუსიკასა და კულტურას. 2005 წელს ქოიუნჯუს გარდაცვალების შემდეგ, ის ლაზური მოძრაობისთვის კულტურულ გმირად გადაიქცა. ამავე პერიოდში გამოჩნდა ბიროლ თოფალიში, რომელსაც დღემდე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ლაზური ტრადიციული მუსიკის განვითარებაში.

ლაზური კულტურული მოძრაობა დაგვირგვინდა ისეთი ორგანიზაციების შექმნით, როგორიც არის სიმა (იზმით, 1996- დღემდე), ლაზებურა (კელნი, 1998- დღემდე), ლაზური კულტურის საზოგადოება (სტამბოლი, 2008- დღემდე, მეჰმედ ბარის ბეშლი), ლაზური ინსტიტუტი (სტამბოლი, 2013- დღემდე, ისმაილ ავჯი ბუჯაკლიში) და სხვა. მათმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად გაამყარა ლაზური იდენტობა თურქეთში. ცალკეულ მკლევართა დასკვნებითა და ამავდროულად თურქეთელ ლაზთა უმრავლესობის მოთხოვნებით ირკვევა, რომ ლაზებს არ გააჩნიათ ეთნონაციონალისტური და სეპარატისტული მიდრეკილებები. ლაზი აქტივისტები ითხოვენ ლაზური კულტურისა და ენის შენახვა და პოპულარიზაციას. ასევე ლაზური ტელევიზიის და ლაზური ტოპონიმიკის აღდგენას.

გენეტიკა

2021 წლის კვლევის მიხედვით, ლაზებს აქვთ შემდეგი ჰაპლოჯგუფები:[15]

ცნობილი ლაზები

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 104.
  • იაშვილი ვ., „გონიოს ციხის ისტორიისათვის“, კრ.: ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათ., 1955;
  • მ. ჩოხარაძე, მ. ფაღავა, „სარფი“, ბათ., 2015;
  • Andrews, Peter (1989). Ethnic groups in the Republic of Turkey. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag.. ISBN 978-3-88226-418-0. 
  • Sarigil, Zeki (2012). „Ethnic Groups at ‘Critical Junctures’: The Laz vs. Kurds“ (PDF). Middle Eastern Studies. 48 (2). ISSN 0026-3206.
  • Solomon, Thomas (2017). „Who Are the Laz? Cultural Identity and the Musical Public Sphere on the Turkish Black Sea Coast“. The World of Music. 6 (2): 83–113. ISSN 0043-8774.
  • Serdar, Ayşe (2019). „Strategies of making and unmaking ethnic boundaries: Evidence on the Laz of Turkey“. Ethnicities (ინგლისური). 19 (2): 335–369.
  • Bayır, Derya (2013). Minorities and nationalism in Turkish law. Farnham, Surrey: Ashgate. ISBN 978-1-4094-2007-1. 
  • Green, Elliott (2023). Industrialization and assimilation: understanding ethnic change in the modern world. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-1-009-26836-3. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 „გეორგიკა“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ.3 , თბ., გვ 27.
  2. Wright, Denis A. H. (1946). „Trebizond and North‐Eastern turkey“. Journal of The Royal Central Asian Society (ინგლისური). 33 (2): 130. ციტატა: „Under Ottoman rule Rize, now famous for its tea, tangerines and linen, used to be the capital of the Sanjak of Lazistan, which, until 1878, included Batum and district. When Batum was ceded to the Russians the Lazes there, unwilling to remain under Christian rule, moved westwards to join their brethren on Turkish territory, after having made various picturesque but unsuccessful appeals to Queen Victoria, Lord Salisbury and the Lord Mayor of London to proclaim a British protectorate over Lazistan. In return for such a declaration the Laz Beys, in October, 1878, offered to send a contingent of 4,000 Lazes to fight for Her Majesty in her war with the Afghans!“
  3. Reynolds, Michael A. (2011). Shattering empires: the clash and collapse of the Ottoman and Russian empires, 1908-1918. Cambridge: Cambridge university press, გვ. 14-15. ISBN 978-0-521-19553-9. 
  4. Marc Junge, Bernd Bonwetsch (2015). Большевистский порядок в Грузии. Москва, გვ. 78. ISBN 978-5-91022-304-6. 
  5. მარი ნ., „Из поездки в Турецкий Лазистан“ (Впечатления и наблюдения), გვ. 626
  6. Bayır 2013, p. 105-108.
  7. Bayır 2013, p. 102.
  8. Serdar 2019, p. 13.
  9. 9.0 9.1 Bayır 2013, p. 109-111.
  10. Serdar 2019, p. 9.
  11. Green 2023, p. 105.
  12. Andrews 1989, p. 176.
  13. Serdar 2019, p. 10.
  14. Serdar 2019, p. 11.
  15. "The genetic structure of the Turkish population reveals high levels of variation and admixture"

Read other articles:

DodgeballDodgeball kompetitif di Kejuaraan Dunia Dodgeball tahun 2018Induk organisasiFederasi Dodgeball Dunia dan Asosiasi Dodgeball DuniaKarakteristikKontak fisikTidakAnggota tim6 per sisiKategoriIndoorPeralatanDodgeball (bola utilitas)Tempat bertandingLapangan dodgeballKeberadaanOlimpiadeTidakParalimpiadeTidak Dodgeball atau bola hindar adalah sebuah olahraga tim dimana pemain melemparkan bola karet ke tim lawan.[1] Terdapat tiga metode untuk menentukan pemenang: sistem eliminasi, s...

 

Guayaquil BenderaLambangJulukan: La Perla del PacíficoNegaraEcuadorProvinceGuayasCantonGuayaquil (canton)Pemerintahan • MayorAquiles ÁlvarezPopulasi (2010) • Kota2.278.691 • Metropolitan2.908.338Zona waktuUTC-5 (EST) • Musim panas (DST)UTC-4 (EDT)Situs webhttp://www.guayaquil.gob.ec Santiago de Guayaquil, atau singkatnya Guayaquil, adalah kota terbesar di Ekuador, sekaligus pelabuhan utama negara tersebut. Guayaquil terletak di sekit...

 

Языки Нидерландов Официальные Нидерландский (>90%) Региональные Западнофризский (2,50%), Лимбургский (4,50%), Нижнесаксонские диалекты, Английский (Острова БСС), Папьяменто (Бонайре) Основные языки иммигрантов Рифский (2,2%)Турецкий (2%)Арабский (1,2%) Основные иностранные языки Ан�...

JungmädelbundSingkatanJMStatusDibubarkan, ilegalTipeOrganisasi pemudiWilayah layanan Jerman NaziOrganisasi indukLiga Putri JermanAfiliasiPemuda Hitler Jungmädelbund (Jerman untuk Liga Putri Muda) adalah cabang dari Pemuda Hitler bagi para putri yang berusia antara 10 dan 14 tahun. Kelompok tersebut disebut Jungmädelbund dalam bahasa Jerman, dan umum disingkat dalam tulisan-tulisan periodik dan sejarah kontemporer menjadi JM. Sumber Chris Crawford. Bund Deutscher Maedel: A Historical Resear...

 

Cet article est une ébauche concernant une coureuse cycliste tchèque. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?). Pour plus d’informations, voyez le projet cyclisme. Kristýna ZemanováInformationsSurnom KikiNaissance 27 octobre 2003 (20 ans)Mladá BoleslavNationalité tchèqueÉquipe actuelle Brilon Racing TeamÉquipes professionnelles 2021-Brilon Racing TeamPrincipales victoires Championne de Tchéquie de cyclo-cross (2022, 2023, 2024)modifier - mod...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Società Sportiva Pro Lissone. Società Ginnastica Pro LissoneStagione 1919-1920Sport calcio Squadra Pro Lissone Allenatore Alessandro Corino Promozione3ª nel girone B della Promozione Lombarda.. 1914-1915 1920-1921 Si invita a seguire il modello di voce Questa ...

Hospital in Paris, FranceBeaujon HospitalAssistance Publique – Hôpitaux de ParisThe rear façade of the hospital.GeographyLocationClichy, Paris, FranceCoordinates48°54′30″N 2°18′37″E / 48.90833°N 2.31028°E / 48.90833; 2.31028OrganisationNetworkHôpitaux Universitaires Paris Nord Val de SeineServicesEmergency departmentYesBeds464HistoryOpened1935LinksListsHospitals in France The Beaujon Hospital (French: Hôpital Beaujon) is located in Clichy, Paris, Fran...

 

B

  此條目介紹的是拉丁字母中的第2个字母。关于其他用法,请见「B (消歧义)」。   提示:此条目页的主题不是希腊字母Β、西里尔字母В、Б、Ъ、Ь或德语字母ẞ、ß。 BB b(见下)用法書寫系統拉丁字母英文字母ISO基本拉丁字母(英语:ISO basic Latin alphabet)类型全音素文字相关所属語言拉丁语读音方法 [b][p][ɓ](适应变体)Unicode编码U+0042, U+0062字母顺位2数值 2歷史發...

 

1969 royal ceremony in Caernarfon, Wales Not to be confused with proclamation of accession of Charles III. The Queen and Prince Charles (later Charles III) on the balcony of Caernarfon Castle following the investiture. The Prince of Wales is adorned with a coronet, scepter, and robe. The setting for the 1969 investiture ceremony in Caernarfon Castle The investiture of Charles, Prince of Wales (later King Charles III), took place in Caernarfon Castle, north Wales, on 1 July 1969. The ceremony...

American football player (born 1940) For the episode of Weeds named after this person, see Weeds (season 6). American football player Fran TarkentonTarkenton in 2010No. 10Position:QuarterbackPersonal informationBorn: (1940-02-03) February 3, 1940 (age 84)Richmond, Virginia, U.S.Height:6 ft 0 in (1.83 m)Weight:190 lb (86 kg)Career informationHigh school:Athens (Athens, Georgia)College:Georgia (1958–1960)NFL draft:1961 / Round: 3 / Pick: 29AFL...

 

Sceaux 行政国 フランス地域圏 (Région) イル=ド=フランス地域圏県 (département) オー=ド=セーヌ県郡 (arrondissement) アントニー郡小郡 (canton) 小郡庁所在地INSEEコード 92071郵便番号 92330市長(任期) フィリップ・ローラン(2008年-2014年)自治体間連合 (fr) メトロポール・デュ・グラン・パリ人口動態人口 19,679人(2007年)人口密度 5466人/km2住民の呼称 Scéens地理座標 北緯48度4...

 

What Happens to My Family?Poster promosi untuk What Happens to My Family?GenreKeluarga Roman Komedi Film DramaDitulis olehKang Eun-kyungSutradaraJeon Chang-geunPemeranYoo Dong-geun Kim Hyun-joo Kim Sang-kyung Yoon Park Park Hyung-sikNegara asalKorea SelatanBahasa asliKoreaJmlh. episode53ProduksiProduserKim Jung-gyuLokasi produksiKoreaDurasiSabtu dan Minggu pukul 19:55 (WSK)Rumah produksiSamhwa NetworksRilis asliJaringanKorean Broadcasting SystemRilis16 Agustus 2014 (2014-08-16) –...

Luca Ciriani Ministro per i rapporti con il ParlamentoIn caricaInizio mandato22 ottobre 2022 Capo del governoGiorgia Meloni PredecessoreFederico D'Incà[1] Vicepresidente della Regione Friuli-Venezia GiuliaDurata mandato15 maggio 2008 –25 aprile 2013 PresidenteRenzo Tondo PredecessoreGianfranco Moretton SuccessoreSergio Bolzonello Senatore della Repubblica ItalianaIn caricaInizio mandato23 marzo 2018 LegislaturaXVIII, XIX GruppoparlamentareFratelli d'Italia C...

 

Location of the state of Louisiana in the United States of America This is a list of official symbols of the U.S. state of Louisiana. Official symbols of Louisiana are codified in the laws of Louisiana. State symbols Seal of Louisiana[1]LL 151, 1902 Flag of Louisiana[1] 1912 Route markers of Louisiana Type Symbol Law Amphibian Green tree frog[2] (Hyla cinerea) LL 169.1, 1993 Beverage Milk LL 170, 1983 Bird Brown pelican[1] (Pelecanus occidentalis) LL 159, 1958...

 

British counter-intelligence against the Indian revolutionary movement during World War I began from its initial roots in the late-19th century and ultimately came to span in extent from Asia through Europe to the West Coast of the United States and Canada. It was effective in thwarting a number of attempts for insurrection in British India during World War I and ultimately in controlling the Indian revolutionary movement both at home and abroad. Background Main articles: Indian Political In...

894 battle between Vikings and Wessex Battle of BenfleetPart of Viking invasions of EnglandDate894LocationSouth Benfleet51°33′N 0°34′E / 51.55°N 0.56°E / 51.55; 0.56Result Anglo-Saxon victoryBelligerents WessexMercia VikingsCommanders and leaders Edward the ElderÆthelred, Lord of the Mercians UnknownCasualties and losses Unknown Combat losses unknownWomen and children capturedShips lostclass=notpageimage| Location within EssexvteViking invasions of...

 

Sadali SàdiliKomuneComune di SadaliLokasi Sadali di Provinsi Sardinia SelatanNegaraItaliaWilayah SardiniaProvinsiSardinia Selatan (SU)Pemerintahan • Wali kotaRomina MuraLuas • Total49,61 km2 (19,15 sq mi)Ketinggian765 m (2,510 ft)Populasi (2016) • Total988[1]Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST)Kode pos08030Kode area telepon0782Situs webhttp://www.comune.sadali.nu.it/ Sadali (bahasa Sardinia...

 

John Lennon achieved three number ones within two months of his murder in December 1980. The death of a popular musician, and likewise, the use of a dead musician's work in advertising, often causes a sharp increase in sales of the musician's recordings and associated products; this has led to a number of posthumous number one singles in the UK and elsewhere.[1][2][3][4] The phenomenon, a topic of discussion in both the media and academia,[5] has occur...

Russian politician For other people named Aleksandr Rumyantsev, see Aleksandr Rumyantsev. In this name that follows Eastern Slavic naming customs, the patronymic is Grigorievich and the family name is Rumyantsev. You can help expand this article with text translated from the corresponding article in Russian. (February 2024) Click [show] for important translation instructions. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but transla...

 

This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: True Buddha School – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2023) (Learn how and when to remove this message) Part of a series onVajrayana Buddhism TraditionsHistorical traditions: Ari-Acharya Burmese-Bengal † Yunnan Indonesian Esoteric Buddhism † Filipino Esoteric Buddhism † East Asia...