თევდორე (თედო) პაატაშვილი (დ. 19 ივნისი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
1979 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1989-1991 წლებში იყო წმიდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, წმინდა ილია მართლის საზოგადოება; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია-91“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო