დავით კუპრეიშვილი (დ. 6 ივნისი, 1959) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1978 წლებში იყო ტრესტ „რუსთავგაზის“ ზეინკალი, 1983-1984 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი. 1984-1990 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
რესურსები ინტერნეტში