ვალერი ასათიანი (დ. 15 ნოემბერი, 1950, თბილისი, საქართველო) — ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი 1985 წლის 17 სექტემბრიდან — 1990 წლის ნოემბრამდე და 1995 წლის 21 დეკემბრიდან— 2000 წლის 13 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
იყო სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში 1988—1990 წლებში, არის პროფესორი, ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი 1992 წლიდან და საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი 1994 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994—)
- საქართველოს პარლამენტი, წევრი (1994—)
- უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988—1990)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ბიზანტიური ცივილიზაცია (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2006. - 563გვ.. - ISBN: 99940-31-98-8
- ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2005. - 270გვ.
- ჩვენებურებთან (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 366გვ.
- ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქათულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996. - 368გვ.
- აკაკი ურუშაძე (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1995. - 47გვ.
- მოძღვართმოძღვარი (შემდგენელი). - თბილისი, 1991. - 133გვ.
- ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1987. - 280გვ.
რესურსები ინტერნეტში