ლუიზა შაკიაშვილი (დ. 13 მარტი, 1942, კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი, რეჟისორი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966–1992 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, რეჟისორი. 1983–1985 წლებში პოლიტპატიმარი. 1992–1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მშვიდობა“.
რესურსები ინტერნეტში