ნუგზარ მიხანაშვილი (დ. 2 მაისი, 1956, გორი — გ. 3 ნოემბერი, 1992) — ქართველი აგრონომი, პოლიტიკოსი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994, სიკვდილის შემდეგ).
1979 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.
იყო ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო.
რესურსები ინტერნეტში