გაიოზ კორძაძე (დ. 19 მარტი, 1938, ჩოხატაური — გ. ოქტომბერი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1966-1969 წლებში იყო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელი, 1969 წლიდან საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტთა გაერთიანება“.