თემურ ლორთქიფანიძე (დ. 10 იანვარი, 1949, ხონი[1] — გ. 2021) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1972 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ადგილებზე, 1982 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991 წლიდან ( მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო