ვახტანგ მეუნარგია (დ. 25 სექტემბერი, 1935, ზუგდიდი — გ. 27 იანვარი, 2022) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1959-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოსკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 წლიდან იყო თბილისის აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში