ვლადიმერ ჯოლოგუა (დ. 27 აგვისტო, 1938, სოხუმი — გ. 20 მაისი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს გაგრის რაიონული გაზეთის კორექტორი, ლიტმუშაკი, საოკეანო ტრაილერის მეზღვაური, გაგრის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტი-ორგანიზატორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში