| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
დემოკრატიული აღორძინების კავშირი, დაკ, აღორძინება — პოლიტიკური პარტია საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი პარტია 1992–2004 წლებში.
ისტორია
პარტია დაარსდა 1992 წელს სახელწოდებით „საქართველოს აღორძინების აჭარის კავშირი“. „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ დაერქვა 1998 წელს. პარტიის თავმჯდომარე დაარსებიდან დაშლამდე იყო ასლან აბაშიძე. დაარსების დღიდან პარტია ორიენტირებული იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, სადაც ის არჩევნებში მუდმივად იღებდა ხმათა 95%-ზე მეტს და უმაღლეს საბჭოში ჰყავდა აბსოლუტური უმრავლესობა.
1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 7,03% და 31 მანდატი. 1999 წლის არჩევნებისთვის პარტიამ შექმნა დიდი კოალიცია რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და მიიღო 25,18%. მოპოვებული 51 მანდატიდან აღორძინებას შეხვდა 15.
2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა აღორძინების რეიტინგი. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 6,01%. 2004 წლის მაისში აჭარაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარტია დაიშალა.[1]
პოლიტიკური პლატფორმა
პარტია წარმოადგენდა რეგიონულ ინტერესებს და ითხოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების მეტ დამოუკიდებლობას ცენტრისგან. პარტიის აზრით საბაზრო ეკონომიკასთან ერთად ეკონომიკური ზრდა უნდა წაეხალისებინა სახელმწიფო ორგანოებს სოციალური გარანტიების მეშვეობით. საგარეო პოლიტიკაში პარტია მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| საპარლამენტო | |
---|
| პარტიები საკრებულოებში | |
---|
| სხვა | |
---|
| გაუქმებული | |
---|
|