მიხეილ გამრეკელიძე (დ. 29 ივნისი (ან 8 ნოემბერი), 1951, სამტრედია — გ. 2002) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1977 წელს დაამთავრა ხარკოვის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტი და 1999 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი).