თეიმურაზ ხურციძე (დ. 9 მაისი, 1945, საჩხერე) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.
1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.