დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1972 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში — გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), 1985-1986 იყო პედაგოგიკის კათედრის გამგე, 1990 წლიდან არის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე, შემდეგ ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროების, გორის ისტორიის და სხვა საკითხების შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ბიბლიოგრაფია
ქრისტეს კვართის ისტორია (ავტორი). — გორი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. — 192გვ.. — ISBN 99928-896-6-7
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორი=Нistory of Jerusalem Cross Monasteryა : ქართული პერიოდი (ავტორი). — გორი, გორის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. — 125გვ.. — ISBN 99928-896-2-4
ძველი მსოფლიოს კულტურის ისტორია (რედაქტორი). — თბილისი, გორის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. — 107გვ.
გორის გაქალაქებამდე პერიოდის ისტორიისათვის (რედაქტორი). — გორი, ქართლი, 1998. — 56გვ.
გორის შემოგარენის მნიშვნელოვან დასახლებათა ისტორიისათვის (რედაქტორი). — გორი, ქართლი, 1998. — 32გვ
ქართველები და ბიბლიური სამყარო (ავტორი). — გორი, ქართლი, 1998. — 176გვ.