ზაზა სიორიძე (დ. 17 ივნისი, 1960, ოზურგეთი) — ქართველი ბიზნესმენი, ეკონომისტი, ფინანსისტი.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1987 წელს — ასპირანტურა, 1992 წელს კი ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი (გერმანია). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
რესურსები ინტერნეტში