ზაზა სოფრომაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, იურისტი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისის“ საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში