ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კი კვიტატიდსო“
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე, თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).
ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა, ჩრდილოეთით — სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი კოლხეთის დაბლობი. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა. ქალაქის ჩრდილოეთი უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზე, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. მდინარე რიონი ქალაქს კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ქალაქის ფარგლებში მასზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ოღასკურა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რიონს ერთვის მცირე მდინარე რუა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ძელქვის კორომი.
ქალაქის ფარგლებში და მის შემოგარენში მოიპოვება საშენი მასალა, მათ შორის გოჭოურის სააგურე თიხა, ეკლარის მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვა, ბანოჯის მარმარილო, მოწამეთას კირქვები და სხვა.
ეტიმოლოგია
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით:
„ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი“
აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.
„აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“
„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან „მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი — „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ „ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.
ისტორია
დაარსება
ქალაქის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ, მდინარე წყალწითელას ხეობაში ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ამ პერიოდის ძეგლებია ჭახათი, თეთრამიწა, საკაჟია და საგვარჯილე. თეთრამიწასა და საგვარჯილეში ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანის ფენებიცაა დადასტურებული. ქუთაისი დაწინაურდა ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ.
მდინარე რონის მარჯვენა ნაპირზე „დათეშიძეების“ და „გაბაშვილის“ გორებზე გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის ნამოსახლარი, რამაც დაადასტურა ძვ. წ. VI საუკუნეში აქ ქალაქის ტიპის მსხვილი ცენტრის არსებობა. „ცაცხვების“ ტერიტორიაზე 1920 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. V-IV საუკუნეების ორმოსამარხები. „გაბაშვილების“ ნამოსახლარზე ნაწილობრივ შესწავლილია ძვ. წ. V საუკუნის კულტურული ფენა. ნაპოვნია შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. გამოვლენილია რკინის სადნობი ქურის საბერველი მილი, რაც რკინის დასამუშავებელი სახლოსნოს არსებობაზე მიუთითებს. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ქუთაისის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გარესამყაროსთან. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია მწვანეყვავილას მიდამოებში ნაპოვნი ალექსანდრე მაკედონელის ტეტრადრაქმა და მითრიდატეს ოქროს სტატერი. უქიმერიონის გორაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის არტეფაქტები.
III-V საუკუნეებში, ეგრისის სამეფოს დედაქალაქობის ხანაში, ჩამოყალიბდა ქალაქის აღნაგობა, რომელიც შემდეგ საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა. დღევანდელი არქიელის გორაზე ჯერ ციტადელი გაშენდა, შემდეგ კი მას იქვე შიდაქალაქი დაემატა, რომლის გალავანშიც დიდი სასახლე იყო აღმართული. მოგვიანებით რიონის მარცხენა ნაპირისკენ გალავანშემოვლებული ქვედაქალაქი გაიშალა. VI საუკუნეში მას იხსენიებს პროკოპო კესარიელი კუტაიონის სახელით. ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. 551 წელს ის სპარსმა სარდალმა მერმეროემ დაიკავა. VIII საუკუნის 30-იან წლებში ქუთაისი მურვან ყრუმ დაარბია. მისივე ბრძანებით ქუთაისში აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე.
VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის ვასალობისგან და აფხაზთა სამეფოს მეფედ ეკურთხა. მან დედაქალაქი ანაკოფიიდან ქუთაისში გადაიტანა. მანვე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე არსებულ ციტადელს ქვის გალავანი შემოავლო და სამეფო სასახლე ააშენა. გალავნის გარეთ გაჩნდა დასახლება და ახალი უბნები, იმატა მოსახლეობამ.
„ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი... აღაშენა ქუთაისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა“
(ვახუშტი ბატონიშვილი)
საქართველოს სამეფო
978 წელს ბაგრატ III-მ საქართველოს სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი“ (ქართლის ცხოვრება).
1073 წელს მსხვილი ფეოდალი ნიანია ქვაბულისძე განუდგა მეფის ხელისუფლებას და ხელთ იგდო ქუთაისი. 1080 წელს ქუთაისი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა დიდი თურქობის დროს. 1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი. აღმაშენებლის მეფობის დროს ქალაქი კიდევ უფრო დაწინაურდა. მან 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი — გელათის აკადემია, რომელიც „მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათინად“ იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც „საყდარსა დავითიანსა“ უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას. ორმეფობის ხანაში, 1259-1329 წლებში, ქუთაისი დავით VI ნარინის და მისი მემკვიდრეების სატახტო ქალაქი იყო. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება.
იმერეთის სამეფოს დედაქალაქი
1489 წელს საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურის ჯოსაფატ ბარბაროს ცნობით ქუთაისი ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქი იყო. 1510 წელს ის ოსმალებმა დაარბიეს.
„თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი“
(ქართლის ცხოვრება))
1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. XVII საუკუნის I ნახევარში იმერეთის მეფე გიორგი III-ის დროს ჩატარდა დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები. აშენდა ოქროს ჩარდახის სამეფო კომპლექსი, მწვანეყვავილას საერო და საკულტო ნაგებობები, კათოლიკური ეკლესია, XVII საუკუნის შუა წლებში ქუთაისის მოსახლეობა 1000 კომლს შეადგენდა. 1666 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1667 წელს ქალაქის მოურავმა ბეჟან ლორთქიფანიძემ ისინი განდევნა, თუმცა 1669 წელს ის კვლავ ოსმალებმა დაიკავეს და ერთი საუკუნის განმავლობაში ეკავათ უქიმერიონის ციხე. ამ დროს დაეცა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება, დაიცალა უბნები. 1691 წელს ოსმალებმა დაანგრიეს ბაგრატის ტაძარი. XVII საუკუნის ქუთაისი აღწერა კათოლიკე მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ:
„მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმი... და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან მოდიან ქართველები და ირანელები, რომელთაც მოაქვთ ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებლები. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო. მაგალითად: უნაგირები და ცხენის საკაზმავები, ხალები, ხანჯლები და თურქული ზანდუკები“
მიუხედავად დაკნინებისა, იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა. ქალაქის მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო: შიდაციხე და გალავნიანი შიდაქალაქი, სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული. ქალაქის ამ ნაწილს „დიდ ქუთაისს“ ან „ზედაქალაქს“ უწოდებდნენ. XVIII საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და „ჴიდის კარით“ იყო დაცული. გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა. ზედაქალაქის მნიშვნელობის მიუხედავად, ქუთაისი რიონის მარცხენა ნაპირზე, დაბლობზე ვითარდებოდა. ამ არემარეს „მცირე ქუთათისს“ ეძახდნენ. გალავანს მიღმა მეფის ბაღები და დიდი მოედანი იყო გაშლილი. ამ მოედანზე იმართებოდა მეფის საჯარო შეხვედრები, ეწყობოდა ასპარეზობები - ყაბახი, ჯირითი, ხელშუბის ტყორცნა და თოფის სროლა. მოედნის გაყოლებაზე მდებარეობდა „ახალი ქალაქი“, გარეთუბანი, სადაც სავაჭრო რიგები და ვაჭარ-ხელოსანთა სახლები იყო ჩამწკრივებული. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარმა ლევან დადიანმაც არაერთხელ დაარბია და გადაწვა, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე. ჟან შარდენის ცნობით 1723 წელს ქუთაისში 20 კომლი ცხოვრობდა და ის დიდ და მჭიდრო სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე სატახტო ქალაქს.[4]
1737 წელს შედგენილ იქნა ქუთაისის პირველი რუკა. ის ტიმოთე გაბაშვილმა შეადგინა. 1770 წელს მეფე სოლომონ I რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა. მეფემ ხონიდან და სხვა ადგილებიდან ვაჭრები გადმოიყვანა და ქუთაისში „ქალაქობა“ (ბაზრობა) აღადგინა. ამ პერიოდიდან ქუთაისის აღორძინების ხანა იწყება. გამოცოცხლდა მეურნეობა, იმატა მოსახლეობამ, აღორძინდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება. აღმავლობა სოლომონ II პერიოდშიც გრძელდებოდა. XVIII საუკუნეში ქუთაისში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოდან ლტოლვილნიც: გიორგი ბატონიშვილი, თეიმურაზ I, არჩილ II, ნიკოლოზ რუსთველი, ზაქარია გაბაშვილი, ბესიკი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ამილახვარი, სოლომონ ლიონიძე, ქუთათელი მღვდელმთავრები და სხვები. 1800 წელს დაარსდა პირველი სტამბა, გაიხსნა ასამდე სავაჭრო სახლი, სახე იცვალა ქალაქის მოსახლეობამ. XVIII საუკუნეში ქალაქში მოვაჭრე სომხებს, ებრაელებსა და თურქებს, მოგვიანებით სოლომონ II მიერ ახალციხიდან გადმოსახლებული კათოლიკე ვაჭრები დაემატა, რომლებმაც XIX ს.-ში დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქურ ცხოვრებაში.
რუსეთის იმპერიაში
1804 წლის 25 აპრილს მეფე სოლომონ II იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა. ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, რუსეთის ჯარი ჩადგა. 1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. რიონის მარცხენა ნაპირზე აშენდა ევროპული ტიპის სამხედრო და ადმინისტრაციული შენობები. 1821 წელს გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, 1830 წელს სკოლა. 1840 წლიდან იყო ქუთაისის მაზრის ცენტრი, 1846 წლიდან კი ასევე ქუთაისის გუბერნიისა. საგრძნობლად იმატა მოსახლეობამ. ამ პერიოდში მეფეთა სასახლის ადგილი რუსეთის მხედრობის ყაზარმებმა დაიკავა. რუსული ადმინისტრაცია ახალ ქალაქში განთავსდა, ხოლო თვით ქალაქის განვითარება რიონის მარცხენა ნაპირზე გაგრძელდა. აქ იყო ძირითადი საცხოვრებელი უბნები, ბაზარი მრავალრიცხოვანი სავაჭრო და სახელოსნო რიგებით, ახალი სამლოცველოები და ყაზარმები. სახლების უმრავლესობა თიხით შელესილი, გარედან კირით შეთეთრებული წნულის იყო. თავადები და მდიდარი ვაჭრები ხის სახლებში ცხოვრობდნენ. 1820-იან წლებში ქუთაისის სამოქალაქო მოსახლეობა 1085 ადამიანს შეადგენდა. აქედან ნახევარი იყვნენ ებრაელები, დანარჩენი კი სომხები და იმერლები.[5] 1850-იან წლებშიც კი 481 სახლიდან ქალაქში მხოლოდ 15 ყოფილა ქვის, დანარჩენი კი „იმერული წესით" იყო ნაგები.[6] თავადაზნაურობა ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ძველ ქუთაისში სახლობდნენ განდევნილი მეფის მსახურთა და მოხელეთა შთამომავლები. აქვე იყო იმერეთის ეპარქიის მმართველის რეზიდენციაც. რიონის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი ახალი ქუთაისი „ვაჭართა ქალაქი“ იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველი კათოლიკეები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. ქართველ და სომეხ ვაჭრებს უცხოური საქონელი შემოჰქონდათ, ებრაელები წვრილვაჭრები იყვნენ, იმერლები კი ხელოსნები, მიკიტნები და მედუქნეები იყვნენ. ბერძნები პურს აცხობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქს „თათარი“ (მაჰმადიანი) ლაზები აშენებდნენ, მოგვიანებით კი იმერელი და ბერძენი ქვისმთლელები და დურგლები გამოჩნდნენ. ამათ გარდა, ქალაქში მცირერიცხოვანი რუსი და პოლონელი სამხედროები და მოხელეებიც იყვნენ.
„ცხოვრება ქუთაისში წააგავს ძველი ბერძნების ცხოვრებას... ბაზარი აქ არის, ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტი. ხელოსანსაც აქ გამოუფენია თავისი ნაწარმი, მუშაობს ხალხის თვალწინ; ყველაფერი სჩანს: როგორ იზილება ცომი, ცხვება პური, იხარშება წვენი მიკიტანთან, იჭედება ცხენი, ილესება დანა, იკერება წაღა, იპარსება თავი. დუქანი და სახელოსნო ღიაა წინიდან და არაფერია დაფარული საზოგადოებისაგან“
ქუთაისურ ნაწარმთაგან განთქმული იყო გიშრის ნაკეთობანი, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა. პარასკევობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე გარშემო სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სანოვაგე. აქ გახსნილ „იარმუკაზე“ უფრო შორიდანაც ჩამოდიოდნენ ვაჭრები, რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ. XIX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა. ძველი საასპარეზე მოედნის ადგილას 1848 წელს ბულვარი გაშენდა — ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით, ბზებით, კაფეთი, გრძელი სკამებით და საცეკვაო მოედნით. 1820-იანი წლებიდან ქალაქში უკვე არსებობდა კიდევ ერთი საზოგადო ბაღი-მოედანი, სადაც კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში გარნიზონის ორკესტრი უკრავდა ქართულ საცეკვაო მუსიკას. თუმცა ახალი ბაღი ქუთაისში ნამდვილ ცენტრად გადაიქცა. ამოქმედდა აბრეშუმის ძაფსაღები ფაბრიკა, მდინარე რიონზე აიგო მეორე ხიდი ე.წ. თეთრი ხიდი. მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრები (წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის „სობორი“ და წმ. მთავარანგელოზის ეკლესია), პირველი დიდ სასწავლებლები (ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და წმ. ნინოს სასწავლებელი) და ახალი სავაჭრო „ყაფანი“. მდიდარი ქუთათურებიც აქვე ცხოვრობდნენ. ქუთათურთა მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღებდა. ქალაქი საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ხის სახლების ადგილი ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობებმა დაიკავა. გაჩნდა ახალი უბნები: კახნიაური, ბალახვანი, მწვანეყვავილა, საფიჩხია ბჟოლები, ჭომა და სხვა. ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა, მოკირწყლულმა და განათებულმა ქუჩებმა. ქუჩებს სახელები დაარქვეს. 1862 წელს რიონზე ააგეს პირველი ლითონის ხიდი კავკასიაში, რომელსაც წითელი ხიდი უწოდეს.
1860-იან წლებში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაჩნდა კაპიტალისტური ტიპის საწარმოები. დაიწყო განვითარება მეწარმეობამ. პეტრე კოკოჩაშვილს მინერალური წყლის ქარხანა ჰქონდა; ოცხელებს — სამღებროები და არყის სახდელები; ჭალიშვილებს — გიშრის, ბამბისა და მატყლის წარმოება; გოკიელებს, ფირალიშვილებსა და მეფისაშვილს — თამბაქოს ფაბრიკები. ასევე მუშაობდა აგურის, ტყავის, კრამიტის დასამუშავებელი ქარხნები, საკონდიტრო საამქროები, საფეიქრო ფაბრიკა, მიტროფანე ლაღიძის შუშხუნა წყლების დარბაზი და ყინულის ქარხანა; ასევე ღვინის საწარმოები, შამპანურის ქარხანა. გაიხსნა სასტუმროები: „ფრანცია“, „გრანდოტელი“, „ლონდონი“, „პალასოტელი“, „ორიენტი“, „ბელვიუ“, „იტალია“ და სხვა. დაარსდა ბანკები. 1875 წელს ქუთაისმა მიიღო საქალაქო თვითმმართველობის უფლება.
1877 წელს ქუთაისი ცალკე ტოტით შეუერთდა ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს. ამის მიზეზი იყო მსხვილი მიწათმფლობელი და მეურნე ალექსანდრე ანანოვი. ანანოვი ფლობდა აჯამეთის ტყეს, აწარმოებდა ხე-ტყესა და ღვინოს. 1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები მიხრან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრნენ პეტერბურგში, რკინიგზის ადმინისტრაციაში და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გატარება. ამით ანანოვებმა მიაღწიეს პროდუქციის გატანის გაიაფებასა და გამარტივებას, თუმცა ყოველივე ამის გამო სარკინიგზო მაგისტრალმა ქუთაისს გვერდი აუარა. მაგისტრალურ რკინიგზაზე მიერთება მხოლოდ 1887 წელს, ტყიბული-ქუთაისი-რიონის რკინიგზის დასრულების შემდეგ მოხერხდა.
1880 წელს ქუთაისში გაიხსნა ქართული გიმნაზია, 1881-1883 წლებში გამოდიოდა გაზეთი „შრომა“, 1885 წელს გაიხსნა პროფესიული თეატრი, დაარსდა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. 1890-იან წლებში ქუთაისის მოსახლეობამ 32 000-ს გადააჭარბა. 1894 წელს ჩამოყალიბდა მესამე დასის ქუთაისის ორგანიზაცია. ქალაქში გამორჩეულად დიდი ზომის მხოლოდ სასწავლებლები იყო. ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა და იქ ჩადიოდა მთელი რეგიონის ახალგაზრდობა. XX საუკუნის დასაწყისში აქ 24 სხვადასხვა სახის სასწავლებელი არსებობდა. კლასიკური, სათავადაზნაურო, წმინდა ნინოსა და რეალური სასწავლებლის გვერდით არსებობდა მრავალი კერძო სკოლაც. მოქმედებდა სასულიერო სემინარია, კათოლიკური და სომხური სამრევლო სკოლები. თუმცა სკოლების უმრავლესობაში ქართული ენა იკრძალებოდა. XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა სინემატოგრაფი (კინოდარბაზები): „რადიუმი“, „მონპლეზირი“ და „თამარი“. ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.
„ეს ალაგი ჩუმი და მოწყენილია. როდესაც ქუთაისში შევედით, გვეგონა განათლების ცენტრში შევედითო... ქუთაისი უფრო ქალაქის მიდამოს ჰყავს, ვინემ თვითონ ქალაქს“
XX საუკუნის დასაწყისიდან ქალაქში გაძლიერდა რევოლუციური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, შეიქმნა რსდმპ-ის ადგილობრივი კომიტეტი, არალეგალური სტამბა 1905 წლის რევოლუციის დროს იმართებოდა მიტინგები და დემონსტრაციები. 1905 წლის თებერვალში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებს და კაზაკთა ჯარის ნაწილებს შორის, ქალაქში აღიმართა ბარიკადები. რევოლუციონერებს ფარულად ხელს უწყობდა ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმირ სტაროსელსკი, რომელსაც „წითელი გუბერნატორი“ შეარქვეს. 1906 წლის იანვარში მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციამ დაარბია და გადაწვა ქალაქი.[7]
საბჭოთა პერიოდი
1921 წლის მარტს ქუთაისი დაიკავეს რსფსრ-ის საოკუპაციო ძალებმა. 1926 წლისთვის ქალაქის ფართობი 25 კმ² იყო. საბჭოთა დროს ქუთაისმა სამრეწველო პროფილი შეიძინა. ამუშავდა მაუდის, სამკერვალო, აბრეშუმის ფაბრიკები, ბარიტის, გუმბრინის, ლითოფონის, მინის ქარხნები და სხვა საწარმოები. 1930 წელს დაარსდა პედაგოგიური ინსტიტუტი, 1934 წელს ამოქმედდა რიონჰესი. 1939 წლის 11 ივლისს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ქალაქი ქუთაისი ქუთაისის რაიონს გამოეყო.
1938, 1947 და 1976 წლებში მომზადდა ქალაქის გენერალური გეგმები. 1941-1945 წლებში 22 ათასი ქუთაისელი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1951 წელს ამოქმედდა ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. ქუთაისი საქართველოს სსრ-ის მეორე სამრეწველო-ინდუსტრიული ცენტრი იყო თბილისის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში ქალაქი იყოფოდა ორ: ლენინისა და ავტოქარხნის რაიონებად. მოქმედებდა 51 საწარმო, რომელთა პროდუქცია იგზავნებოდა სსრკ-სა და საზღვაგრარეთის ქვეყნებში. ქალაქის ეკონომიკის მთავარ დაგებად იქცა ელექტროენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა და ქიმიური მშენებლობა. ასევე განვითარებული იყო აბრეშუმის, სამკერვალო, კვების, ხის დამუშავებითი და საშენი მასალების მრეწველობა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
2013 წლიდან ქუთაისთან ამოქმედდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. 2012-2018 წლებში ქუთაისი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი იყო. ქალაქის ტერიტორიაზე 18 000-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი, 900-მდე მაღლივი კორპუსი და ასობით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა განლაგებული.
დემოგრაფია
საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერების მონაცემების მიხედვით ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა 1897-1989 წლებში მუდმივად მატულობდა, ქუთაისი თბილისის შემდგომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყოველთვის მეორე ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქ ქუთაისის 1976 წლის მესამე გენერალური გეგმის თანახმად, 2000 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობას 400 ათასი მცხოვრებისათვის უნდა მიეღწია. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა პერმანენტული კლების პროცესს განიცდის. ამჟამად ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქია თბილისისა და ბათუმის შემდეგ.
ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებარეობს. ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე საავტომობილო გზები ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი, ქუთაისი-ბაღდათი და ქუთაისი-ტყიბული. ქალაქში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რკინიგზა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური, საიდანაც არის მუდმივი მიმოსვლა თბილისსა და ბათუმში. ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სამი სადგურია: რიონი, ქუთაისი I და ქუთაისი II. სადგური „რიონი“ ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მდებარეობს. სადგური ქალაქის განაშენიანებული ნაწილიდან მოშორებით არის და მასზე წვდომა მაცხოვრებლებისთვის მოუხერხებელია. რკინიგზის სადგური „ქუთაისი 1“ ჩიხს წარმოადგენს. ის ემსახურება მგზავრებს სადგურ „რიონამდე“ მისასვლელად. აღნიშნული სადგური ასევე უკავშირდება ქალაქ ტყიბულს. ქუთაისი II უკავშირდება ქალაქ წყალტუბოს.
ქუთაისს ემსახურება დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშორებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.[18] აეროპორტი 2012 წელს ამოქმედდა და მისით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები სარგებლობენ.
განათლება
ქალაქში მოქმდებს 35 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო და 21 კერძო სკოლა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, პედაგოგიური ინსტიტუტი „ლამპარი“, ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი „კოლხა“, საერო ინსტიტუტი „გელათი“, საინჟინრო ინსტიტუტი, კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი, ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი, საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი.
ქალაქს თავისებურ ელფერს აძლევს მთაგორიანი რელიეფი, გამწვანება და მდინარე რიონის კლდოვანი ნაპირები. ქუთაისს შენარჩუნებული აქვს შუა საუკუნეების ქალაქისთვის დამახასიათებელი იერი. მარჯვენა ნაპირის ფერდობებზე შეფენილია ძველი ქალაქი, განაშენიანებული 1-2 სართულიანი შემინულაივნიანი ქვის და აგურის საცხოვრებელი სახლებით. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბეებით და ვიწრო გასასვლელებით, ბევრია ჩიხი. ძველ არქიტექტურულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონის ციხე, მწვანეყვავილას ეკლესია (1109).
ქალაქის მარცხენა ნაპირი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. აქ რელიეფი უფრო მარტივია. შუაში მდებარეობს გეგმით მართკუთხა ქალაქის ბაღი, რომლის წინ, დიდ მოედანზე, განლაგებულია ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებები. მნიშვნელოვანი ნაგებობებია სასტუმრო (1935, არქიტექტორი მიხეილ ჩხიკვაძე), ადმინისტრაციული შენობა (1947, მიხეილ შავიშვილი), დრამატული თეატრი (1955, შ. თავაძე, მიხეილ შავიშვილი). დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ავტოქარხნის რაიონის დასახლება (არქიტექტორი მიხეილ შავიშვილი).
სპორტი
ქუთაისში მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო და საკალათბურთო კლუბები. საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ტორპედო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია, რითაც ის საქართველოში რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. სარაგბო კლუბი „აია“ ასპარეზობს საქართველოს „დიდ 10-ში“. ის რაგბის ეროვნული ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებული და რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში.
↑„ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“, 2006, თბილისი, გვ. 8
↑ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN978-99940-28-60-3.
↑ „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, თბილისი: „განათლება“, 1987. — გვ. 134.
Bola voli padaPekan Olahraga Nasional XIX Indoor putra putri Pantai putra putri Nomor voli pantai putri cabang olahraga pada Pekan Olahraga Nasional XIX berlangsung di Lapang Voli Pasir, Sport Jabar Arcamanik, Kota Bandung, Jawa Barat dari tanggal 14 sampai 21 September 2016[1] Kualifikasi Jenis Kualifikasi Tanggal Tuan rumah Kuota Tim Provinsi tuan rumah 27 April 2010 Jakarta, DKI Jakarta 1 Jawa Barat Kejurnas Voli Pantai Pra-PON 2-5 September 2...
Remains of Apollonia Excavations at Apollonia Apollonia (Greek: Ἀπολλωνία) was an ancient city of Magna Graecia in Sicily, which, according to Stephanus of Byzantium, was situated in the neighbourhood of Aluntium and Calacte. The city was founded by Dionysius I of Syracuse as an outpost against the Carthaginians. Cicero also mentions it[1] in conjunction with Haluntium, Capitium, and Enguium, in a manner that seems to imply that it was situated in the same part of Sicily wit...
Gran Turismo 5 Sampul Gran Turismo 5 EropaPublikasiJP: 25 November 2010[2]NA: 24 November 2010[1]EU: 24 November 2010[3]AU: 25 November 2010[4]Versi 2.17 GenreBalapan simKarakteristik teknisPlatformPlayStation 3 ModePermainan video pemain tunggal dan permainan video multipemain FormatCakram Blu-ray Metode inputkontroler permainan video Format kode Daftar 30 Informasi pengembangPengembangPolyphony DigitalPenyuntingSony Interactive Entertainment DesainerKazunori ...
Об экономическом термине см. Первородный грех (экономика). ХристианствоБиблия Ветхий Завет Новый Завет Евангелие Десять заповедей Нагорная проповедь Апокрифы Бог, Троица Бог Отец Иисус Христос Святой Дух История христианства Апостолы Хронология христианства Ран�...
Eduardo Camavinga Camavinga pada 2022Informasi pribadiNama lengkap Eduardo Celmi Camavinga[1]Tanggal lahir 10 November 2002 (umur 21)[2]Tempat lahir Cabinda, AngolaTinggi 1,82 m (5 ft 11+1⁄2 in)[3]Posisi bermain Gelandang Tengah, Bek KiriInformasi klubKlub saat ini Real MadridNomor 12Karier junior2009–2013 Drapeau-Fougères2013–2018 RennesKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2018–2019 Rennes B 13 (4)2019–2021 Rennes 71 (2)2021– Real ...
Canadian soccer team Football clubBurlington SCFull nameBurlington Soccer ClubNickname(s)BayhawksFounded1962StadiumHaber CentreCapacity1000Head CoachDarren Tilley (men) Neil Wilson (women)LeagueLeague1 Ontario2022League1 Ontario, 17th (men)League1 Ontario, 20th (women)WebsiteClub website Current season Burlington Soccer Club is a Canadian semi-professional soccer club based in Burlington, Ontario that plays in League1 Ontario. History The club was founded in 1962 under the name Burlington Po...
Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Associazione Sportiva Melfi. Associazione Sportiva MelfiStagione 2006-2007Sport calcio Squadra Melfi Allenatore Giacomo Modica poi Angelo Carella poi Ezio Castellucci poi Carmine Pugliese Presidente Giuseppe Maglione Serie C215º posto nel girone C. Maggiori pres...
Costain Group plcJenisPerusahaan publikKode emitenLSE: COSTIndustriKonstruksi, teknik sipilDidirikan1865KantorpusatMaidenhead, Britania RayaTokohkunciPaul Golby, Chairman Alex Vaughan, CEO[1]Pendapatan£1.155,6 juta (2019)[2]Laba operasi£(21,1) juta (2019)[2]Laba bersih£(2,9) juta (2019)[2]Karyawan3.400 (2019)[2]Situs webwww.costain.com Costain Group plc adalah sebuah perusahaan konstruksi dan rekayasa berbasis teknologi yang berkantor pusat di Maiden...
Musa al-Sadrموسى الصدر Pemimpin Gerakan Amal ke-1Masa jabatan6 Juli 1974 – 31 Agustus 1978PendahuluTidak adaPenggantiHussein el-HusseiniPresiden Dewan Tertinggi Syiah Islam ke-1Masa jabatan23 Mei 1969 – 31 Agustus 1978PendahuluTidak adaPenggantiMohammad Mehdi Shamseddine Informasi pribadiLahir(1928-06-04)4 Juni 1928[1]Qom, Iran[2]Orang tuaSadr al-Din al-Sadr (ayah)KerabatIsmail as-Sadr (kakek) Haydar al-Sadr (paman) Muhammad al-Sadr (sepupu) Sad...
Questa voce sull'argomento cestisti giamaicani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Durand Scott Scott con la maglia di Miami Nazionalità Giamaica Stati Uniti Altezza 196 cm Peso 92 kg Pallacanestro Ruolo Guardia Squadra Free agent CarrieraGiovanili Rice High School2009-2013 Miami HurricanesSquadre di club 2013-2014 Obradoiro29 (134)2014-2015 Hapoel Tel Aviv28 (432...
City in the United States Not to be confused with Colorado, Texas. City in Texas, United StatesColorado City, TexasCityDowntown Colorado CityLocation of Colorado City, TexasCoordinates: 32°23′46″N 100°51′44″W / 32.39611°N 100.86222°W / 32.39611; -100.86222CountryUnited StatesStateTexasCountyMitchellGovernment • MayorTravis Lynch[1]Area[2] • Total5.33 sq mi (13.81 km2) • Land5.33 sq ...
Cet article possède un paronyme, voir Jean-Yves Lacoste. Pour les articles homonymes, voir Lacoste. Yves LacosteYves Lacoste en 1972.BiographieNaissance 7 septembre 1929 (94 ans)FèsNationalité françaiseFormation Université de ParisLycée Lakanal de SceauxActivités Géographe, professeur d'universitéConjoint Camille Lacoste-DujardinAutres informationsA travaillé pour Centre universitaire de Vincennes (depuis 1969)Lycée Bugeaud (1952-1955)Université Paris-VIIIParti politique Par...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Stade du Pays de Charleroi – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this message) Stade du Pays de CharleroiMambourgLocationBoulevard Zoé Drio, Charleroi, BelgiumCapacity15,000[1]Opened1939TenantsSport...
Political party in Brazil Party of Popular Representation Partido de Representação PopularPresidentPlínio SalgadoFounded26 September 1945 (1945-09-26)Banned27 October 1965 (1965-10-27)Preceded byBrazilian Integralist ActionMerged intoNational Renewal AllianceHeadquartersRio de JaneiroIdeologyBrazilian nationalismNational conservatismRight-wing populismBrazilian IntegralismPolitical positionFar-right[1]Colours Orange[citatio...
Company Triad Racing TechnologiesTriad Racing Technologies' logoFormerlyTriad Racing DevelopmentCompany typePrivateIndustryAutomotive MotorsportFounded2008FounderMarty GauntDefunct2020HeadquartersMooresville, North CarolinaKey peopleMarty Gaunt(President & CEO)ProductsRace PartsChassis PartsBody PartsWebsitehttp://www.triadrt.com Triad Racing Technologies was a body parts and chassis supplier for NASCAR teams that ran under the Toyota manufacturer. The company was originally formed as Tri...
This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article's tone or style may not reflect the encyclopedic tone used on Wikipedia. See Wikipedia's guide to writing better articles for suggestions. (August 2019) (Learn how and when to remove this message) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. U...
American magazine about journalism American Journalism ReviewAmerican Journalism Review (Spring 2013)CategoriesJournalism,Journalism ReviewFrequencyVariedFirst issueOctober 1977Final issue2013 (print) 2015 (online)CompanyPhilip Merrill College of JournalismUniversity of Maryland, College ParkCountryUnited StatesBased inCollege Park, MarylandLanguageEnglishWebsiteajr.orgISSN1067-8654 The American Journalism Review (AJR) was an American magazine covering topics in journalism. It was launched in...
Aire d'attraction de Gray Localisation de l'aire d'attraction de Gray dans le département de la Haute-Saône. Géographie Pays France Région Bourgogne-Franche-Comté Département Haute-Saône Caractéristiques Type Aire d'attraction d'une ville Code Insee 276 Catégorie Aires de moins de 50 000 habitants Nombre de communes 63 Population 24 925 hab. (2021) modifier L'aire d'attraction de Gray est un zonage d'étude défini par l'Insee pour caractériser l’influen...