წყნეთი — დაბა თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში. წყნეთის ცენტრში მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე დასასვენებელი სკვერი.
გეოგრაფია
მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, მანგლისის საავტომობილო გზაზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი მაისი-ნოემბერი. აქ იცის თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 °C), და რბილი ზამთარი.
ისტორია
წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია XVII-XIX სს სამი მცირე ეკლესია. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ბავშვთა სანატორიუმი.
დემოგრაფია
ლიტერატურა
სქოლიო