მხარის ფართობი შეადგენს 6552.3[4] კვ.კმ-ს, მოსახლეობა 533 906 კაცი (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 81,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1 (ქუთაისი), მუნიციპალიტეტის გამგეობა - 11, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის იანვარში, დღემდე მუშაობდნენ:
იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურისმანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე.
მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათისქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 25-30 %-ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.[6]
ღირსშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
↑საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები: ტომი I. მთავარი რედაქტორი: თეიმურაზ ბერიძე. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2003, გვერდი 52. ISBN 99928-0-768-7