გურიის მხარე

ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ გურია.
ადმინისტრაციული ერთეული
გურიის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ოზურგეთი
შიდა დაყოფა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 42°12′00″ ა. გ. / 41.96667° ჩ. გ. 42.20000° ა. გ. / 41.96667; 42.20000
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე
დაარსდა 1995
ფართობი 2033 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 113 350 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 55,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები — 98,07 %;
სომხები — 1,08 %;
რუსები — 0,50 %;
უკრაინელები — 0,12 %.[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები — 86,7 %;
მუსლიმები — 11,4 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3500
ოფიციალური საიტი http://www.guria.gov.ge/

გურიის მხარე — მხარე საქართველოში. მოიცავს კოლხეთის ბარის სამხრეთ პერიფერიულ ნაწილს და მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებებს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, აღმოსავლეთით — იმერეთის მხარე, სამხრეთით — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 2033,2 კმ².[3] მოსახლეობა — 113 350 კაცი (2014).[4] ცენტრი — ქ. ოზურგეთი. მხარეში არის 3 მუნიციპალიტეტი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), 2 ქალაქი (ლანჩხუთი, ოზურგეთი), 7 დაბა (ბახმარო, გომისმთა, ლაითური, ნარუჯა, ურეკი, ქვედა ნასაკირალი, ჩოხატაური), 186 სოფელი. გურიის მხარე ემთხვევა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარე გურიას. მოსახლლეობის 98,07 % ქართველია, 1,08 % – სომეხი, 0,50 % – რუსი, 0,12 % – უკრაინელი. საშუალო სიმჭიდროვეა 55,7 კაცი 1 კმ²-ზე. მოსახლეობის 28 % ცხოვრობს ქალაქში, 72 % – სოფლად. მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მოჰყავთ სიმინდი, თხილი, ჩაი, კურკოვანი და კაკლოვანი ხილი, ციტრუსები (მათ შორის მანდარინი), ყურძენი და სხვა. მნიშვნელოვანი კურორტებია: ბახმარო, გომისმთა, გრიგოლეთი, ურეკი, შეკვეთილი. რეგიონის კოდია — GE-GU.

გეოგრაფია

მხარის ცენტრი, ქალაქი ოზურგეთი

გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მხარის ფართობი შეადგენს 2033 კვ.კმ–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 2,9 %-ია. აქედან 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. მხარეში მაღალია სტიქიების, კერძოდ, მეწყრული პროცესების და წყალდიდობების რისკი.

კლიმატი

მხარე ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ, ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. დაბლობისთვის დამახასიათებელია ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი ზაფხული და ზომიერად გრილი ზამთარი. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. გურიის მხარის მთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. ამითაა გაპირობებული მხარის სამთო კურორტების სამკურნალო თვისებები.

ტყის და წყლის რესურსები

მდინარე ბჟუჟი სოფელ შემოქმედში

მხარე მდიდარია მდინარეებით და ტბებით. ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მათ ერთმანეთისგან ნასაკირალის სერი გამოჰყოფს. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია ბჟუჟი, ბახვისწყალი და გუბაზეული. მხარეში ბევრი მცირე ტბაა. მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა. სულ 25 საშუალო და მცირე ზომის მთის მდინარე ჩამოედინება, რომელთა საერთო სიგრძე 598 კმ-ს შეადგენს, ხოლო აუზების საერთო ფართობი 1000 კვ.კმ-ზე მეტია.

მხარის ტერიტორიის 48 % უკავია ტყეს (81,2 ათასი ჰექტარი). მოქმედებს 21 ლიცენზირებული სახერხი. ფოთლოვანებიდან გავრცელებულია წიფელი (29 370 ჰა), მურყანი (12 398 ჰა), რცხილა (2518 ჰა), აკაცია (9786 ჰა), წაბლი (466 ჰა) და ვერხვი. წიწვოვნებიდან ჭარბობს ნაძვი (5520 ჰა), სოჭი (2900 ჰა) და ფიჭვი (166 ჰა). ქვეტყე და ბუჩქნარი წარმოდგენილია წყავით, შქერით და იელით. მხარის ტერიტორიაზე ხშირია ბამბუკი. ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის პონტოს მუხის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე კარგად შემონახული წმინდა კორომი.

წიაღისეული

მხარე მმდიდარია მინერალური წყლებით და თერმული წყლის რესურსით. ყველაზე ცნობილი წყალია ნაბეღლავი. თერმული წყლები ასევე მოდის გულიანში, ნასაკირალში, კოხნარში, ზოტში. მხარის შავი ზღვის სანაპიროს 22 კილომეტრიან ზოლზე მაგნიტური ქვიშებით ცნობილ ადგილებში განთავსებულია ბალნეოლოგიური კურორტები ურეკი და შეკვეთილი. მხარის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის მარაგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო, რომლის მოპოვებაც ხდება. სოფელ ვაკიჯვარში არის საქართველოში ერთადერთი აპატიტის მადანი. ამავე სოფელშია წითელი რკინის მადანი, სპილენძის ბუდობები, მცირე ოდენობით ტყვია, ვერცხლი და თუთია. გარდა ამისა, მხარის ტერიტორიაზეა კაოლინი ზემო მაკვანეთში, თიხნარი მიწა აცანაში, ზემო აკეთში და ქვემო აკეთში, სიენიტების საბადო შემოქმედსა და გომში, ოქრას საბადო ნაგომარში.

ისტორია

მოსახლეობა

2014 წლის აღწერის მონაცემებით გურიის მოსახლეობის რაოდენობა 113 350 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1 %-ს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე არის 55,7 კაცი. მოსახლეობის 98,07 % ეთნიკურად ქართველია, 1,08 % — სომეხი. ძირითადად ცხოვრობენ გურულები, მოსახლეობის დაახლოებით 10-12 % აჭარელია. მოსახლეობის 86,7 % მართლმადიდებელია, 11,4 % — მუსლიმი. მხარეში შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი ასევე მექანიკური კლება.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 194 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ოზურგეთი და ლანჩხუთი), 7 დაბა (ჩოხატაური, ბახმარო, გომისმთა, ლაითური, ნარუჯა, ურეკი, ქვედა ნასაკირალი) და 185 სოფელი. მხარის ურბანიზაციის დონე დაბალია. ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 28 %, ხოლო სოფლებში - 72 %. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი.

აღწერის შედეგები

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
გურია 143 357 113 350 112 400 111 500 110 500
ლანჩხუთის 40 507 31 486 31 300 31 100 30 800
ოზურგეთის 78 760 62 863 62 300 61 800 61 300
ჩოხატაურის 24 090 19 001 18 800 18 600 18 400

მმართველობა

მხარეში სახელმწიფოს წარმომადგენელია სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდნენ:

ეკონომიკა

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თხილის მოყვანა გურიის რურალური მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა

გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა. სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული (თვითდასაქმებული) მხარის შრომისუნარიანი მოსახლეობის 56,3 %. სოფლის მეურნეობა არ არის მოდერნიზებული და ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. ის ორიენტირებულია არა სარეალიზაციო პროდუქციის წარმოებაზე, არამედ შინამეურნეობის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 22,3 ათასი ჰა შეადგენს სახნავს, 19,7 ათასი ჰა - საძოვარს, 1,2 ათასი ჰა - სათიბს, ხოლო 5,5 ათასი ჰა დაუმუშავებელია.

რეგიონში ნათესი ფართობების მიხედვით ყველაზე მეტად გავრცელებულია სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი და ხილი. სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი მოდის სიმინდზე და შემდეგ თხილზე. თხილის წარმოება განსაკუთრებით გაიზარდა 1990-იანებიდან. 2011 წლისთვის თხილის წარმოებამ 7 ათას ტონას მიაღწია. მნიშვნელოვნადაა შემცირებული საბჭოთა პერიოდის წამყვანი კულტურების, ჩაისა და ციტრუსის წარმოება. რეალიზაციის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა თხილი, ჩაი და ციტრუსი. სხვა მნიშვნელოვანი კულტურებია კივი და ლურჯი მოცვი.

უფრო სუსტადაა განვითარებული მეცხოველეობა. მხარეში აღირიცხება 68,1 ათასი სული მსხვილფეხა საქონელი, 6,9 ათასი სული ღორი, 528 690 ფრთა ფრინველი, 8,2 ათასი სული ცხვარი და თხა. მხარეში მოქმედებს 15-მდე მცირე ზომის სატბორე მეურნეობა, სადაც მოშენებულია კობრი და კალმახი. მხარეში არის 12,2 ათასი ოჯახი ფუტკარი.

კურორტი ბახმარო

მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია მომსახურების სფერო, ვაჭრობა და ტურიზმი. ვაჭრობა შედარებით მეტადაა განვითარებული ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ვაჭრობას უფრო სეზონური ხასიათი აქვს და ზაფხულში მატულობს. ტურიზმი განსაკუთრებით განვითარებულია მხარის შავიზღვისპირეთში, სადაც განლაგებულია ცნობილი კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, შედარებით ნაკლებად მაღალმთიან ალპურ ზონაში - ბახმარო და გომისმთა. მხარის ტერიტორიაზეა ასევე, ორი ბალნეოლოგიური კურორტი - ნაბეღლავი და ქვედა ნასაკირალი. თუმცა ამ უკანასკნელების წვლილი მხარის ეკონომიკაში მიზერულია. კურორტ შეკვეთილთან მოქმედებს თანამედროვე ტიპის გასართობი ცენტრი „ციცინათელა“, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც გურიის, ისე აჭარის კურორტების დამსვენებლები. შეკვეთილში მიმდინარეობს თანამედროვე ტიპის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა.

სუსტად არის განვითარებული მრეწველობა. მნიშვნელოვანი ობიექტებია ნაბეღლავის ქარხანა, სადაც ისხმება მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ და სუფრის წყალი „ბახმარო“. მხარეში წარმოებული სხვა მნიშვნელოვანი პროდუქციაა: ელექტროენერგია, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ხორბლის ფქვილი, პურ-ფუნთუშეული, ინერტული მასალები და დაფქული თიხა. მხარეში განთავსებულია სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენის დაბოლოებას წარმოადგენს.

2011 წლის მონაცემებით მხარეში დაქირავებით დასაქმებული იყო მოსახლეობის 3,9 %. შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება მხარეში 2011 წლის მონაცემებით 276,4 ლარია. სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებით (სიღარიბის დონე, უმუშევრობა, შრომის საშუალო ანაზღაურება), გურიის მხარეს საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის შემდეგ.

ტრანსპორტი

E60 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

მხარის ძირითადი სატრანსპორტო არტერიებია რკინიგზა და საავტომობილო გზები. რკინიგზა გადის მხოლოდ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 76 კმ-ია. მხარეში საავტომობილო გზებს 2405,4 კმ უკავია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარით დაფარულია 653,2 კმ, ხოლო ხრეშით - 1752,2 კმ. მხარის ტერიტორიაზე გადის 58 კილომეტრის სიგრძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზები ს2 და ს12.

მხარის უახლოესი პორტებია ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები, ხოლო უახლოესი აეროპორტები: ბათუმისა და ქუთაისის.

ენერგეტიკა

მხარეში რამდენიმე საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურია. მოქმედი ჰესებია ბჟუჟჰესი სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟზე და აჭჰესი ლიხაურში, მდინარე აჭისწყალზე. მცირე ზომის ჰესებია მდინარე ნატანებზე სოფელ ვაკიჯვარსა და ბაღდადში (უჩხობჰესი). 2013 წელს გაიხსნა ბახვიჰესი მდინარე ბახვისწყალზე სოფელ უკანავაში. მდინარე გუბაზეულის ხეობაში დაგეგმილია ზოტიჰესის აშენება.

კომუნალური მომსახურება

2011 წლის მონაცემებით ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია მხარის 14,9 %. ცენტრალური წყალმომარაგების სისტემებით სარგებლობს ქ. ოზურგეთის მოსახლეობის 65 %, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის 15 %, ქ. ლანჩხუთის მოსახლეობის 45 % და დაბა ჩოხატაურის მოსახლეობის 45 %. მხარეში მოქმედებს 4 ნაგავსაყრელი: 2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და თითო სხვა მუნიციპალიტეტებში. ნაგავსაყრელების საერთო ფართია 13,65 ჰა.

მობილური სატელეფონო კავშირით მოსახლეობის 98 % სარგებლობს. სამივე მუნიციპალიტეტში არის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. სულ მხარეში 7 სახანძრო მანქანაა.

ჯანდაცვა

მხარეში მოქმედებს ოთხი საავადმყოფო, რომელთა საწოლების საერთო რაოდენობა 240-ია, ასევე რამდენიმე მცირე კერძო ჯანდაცვის დაწესებულება. მხარეში მოქმედებს 10 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და 317 ექიმი.

განათლება და კულტურა

განათლება

მხარეში ფუნქციონირებს 97 საჯარო და 4 სამრევლო სკოლა, რომლებშიც სულ 16 116 მოსწავლე სწავლობს და 2714 მასწავლებელი ასწავლის. მხარეში მოქმედებს 65 საბავშვო ბაღი. მხარეში არ მოქმედებს არც ერთი საჯარო ან კერძო უნივერსიტეტი. ოზურგეთში ფუნქციონირებს ერთი პროფესიული კოლეჯი. მხარეში ოთხი სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს. ოზურგეთში მოქმედებს ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

სპორტი

მხარეში არის სამი საფეხბურთო და ერთი სარაგბო კლუბი. მხარის მდიდარი ტრადიციების მქონე საფეხბურთო კლუბია ლანჩხუთის „გურია“. საფეხბურთო კლუბებია ოზურგეთსა („მერცხალი“) და ჩოხატაურში („ბახმარო“). ოზურგეთში არის სარაგბო კლუბი ოზურგეთის ფირალები.

მხარეში აგრეთვე მოქმედებს მძლეოსნობის, კრივის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის, ჭადრაკის, ბალახის ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, ტაიკვანდოს სკოლები. სოფელ გრიგოლეთში არსებობს საფეხბურთო ბაზა.

მუზეუმები

მხარეში მოქმედებს 10 მუზეუმი, რომელთა დამთვალიერებლების რიცხვი 2011 წელს 12 933 ადამიანს შეადგენდა. მხარის უძველესი მუზეუმია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააჩნია რამდენიმე ფილიალი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმია ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. ასევე მოქმედებს მხარეში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებების სახლ-მუზეუმები.

ღირსშესანიშნაობები

შემოქმედის ეკლესია

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს არქიტექტურის რამდენიმე ძეგლი. მათ შორის რვა ეროვნული მნიშვნელობისაა. საერო ხასიათის ნაგებობებიდან შემორჩენილია ვაშნარის ნაქალაქარი და ქალაქ ოზურგეთში აღმოჩენილი ოზურგეთის აბანოების ნაშთები. მხარის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობებია ასკანისა, ბუკისციხისა და ლიხაურის ციხეები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. georgia-ethnic-2014
  2. georgia-religion 2014
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები: ტომი I. მთავარი რედაქტორი: თეიმურაზ ბერიძე. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2003, გვერდი 52. ISBN 99928-0-768-7
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  5. Georgia division
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.

Read other articles:

The Smith–Purcell effect was the precursor of the free-electron laser (FEL). It was studied by Steve Smith, a graduate student under the guidance of Edward Purcell. In their experiment, they sent an energetic beam of electrons very closely parallel to the surface of a ruled optical diffraction grating, and thereby generated visible light.[1] Smith showed there was negligible effect on the trajectory of the inducing electrons. Essentially, this is a form of Cherenkov radiation where ...

 

 

Gerombolan Siberat Dari kiri ke kanan: Burger, Baggy, Bouncer, Bigtime, Ma Beagle, Bugle, Bankjob, dan Babyface. Penampilan perdana Walt Disney's Comics and Stories issue 134 Pencipta Carl Barks Pengisi suara Frank Welker, Chuck McCann, Peter Cullen, Terry McGovern, Brian Cummings Informasi terkait Nama alias Saudara Binatang peliharaan Rekan Boris, Mimi Hitam Musuh Gerombolan Siberat adalah karakter fiksi Disney. Mereka adalah grup penjahat yang selalu berusaha merampok Gudang Uang milik Go...

 

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) منتخب الصين تحت 17 سنة لكرة القدم معلومات عامة بلد الرياضة  الصين الفئة كرة قدم تحت 17 سنة للرجال  [ل...

العلاقات الموزمبيقية الميكرونيسية موزمبيق ولايات ميكرونيسيا المتحدة   موزمبيق   ولايات ميكرونيسيا المتحدة تعديل مصدري - تعديل   العلاقات الموزمبيقية الميكرونيسية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين موزمبيق وولايات ميكرونيسيا المتحدة.[1][2][3][4 ...

 

 

Pieter de CarpentierPortrait of Pieter de Carpentier by an unknown artist. Rijksmuseum, Amsterdam.5th Governor-General of the Dutch East IndiesIn office1 February 1623 – 30 September 1627Preceded byJan Pieterszoon CoenSucceeded byJan Pieterszoon Coen Personal detailsBorn(1586-02-19)19 February 1586Antwerp, Spanish NetherlandsDied5 September 1659(1659-09-05) (aged 73)Amsterdam, Dutch Republic Pieter de Carpentier (19 February 1586 – 5 September 1659) was a Dutch administ...

 

 

Protein-coding gene in the species Homo sapiens KIF2CAvailable structuresPDBOrtholog search: PDBe RCSB List of PDB id codes2HEH, 4UBF, 4Y05IdentifiersAliasesKIF2C, CT139, KNSL6, MCAK, kinesin family member 2CExternal IDsOMIM: 604538 MGI: 1921054 HomoloGene: 21355 GeneCards: KIF2C Gene location (Human)Chr.Chromosome 1 (human)[1]Band1p34.1Start44,739,818 bp[1]End44,767,767 bp[1]Gene location (Mouse)Chr.Chromosome 4 (mouse)[2]Band4 D1|4 53.42 cMStart117,016,8...

National Basketball Association rivalry Lakers–Spurs rivalryLakers player Kobe Bryant (No. 24 in white) goes up for a layup while Spurs player Tim Duncan (No. 21 in black) is defending.TeamsLos Angeles LakersSan Antonio SpursFirst meetingDecember 3,1976Lakers 114, Spurs 105Latest meetingFebruary 23, 2024Lakers 123, Spurs 118Next meetingTBAStatisticsMeetings total244All-time series129–115 (LAL)Regular season series95–93 (LAL)Postseason results34–22 (LAL)Longest win streakSAS W8Current ...

 

 

Suku BungkuTo Bungku / To BungguTukang besi Bungku sedang bekerja. Koleksi Tropenmuseum, foto diambil antara 1900 dan 1920.Daerah dengan populasi signifikan Indonesia (Sulawesi Tengah)BahasaBungku, IndonesiaAgamaIslam dan Kristen Suku Bungku (bahasa Bungku: To Bungku, To Bunggu) adalah kelompok etnis yang mayoritas mendiami wilayah Bungku Utara di Kabupaten Morowali Utara, Bungku Selatan, dan Bungku Tengah, dan Menui di Kabupaten Morowali, Provinsi Sulawesi Tengah.[1] Suku Bungku...

 

 

Координати: 31°42′15″ пн. ш. 35°12′27″ сх. д. / 31.7043056° пн. ш. 35.2076389° сх. д. / 31.7043056; 35.2076389 Храм Різдва Христового Храм Різдва Христового, листопад 2008 року 31°42′15″ пн. ш. 35°12′27″ сх. д. / 31.7043056° пн. ш. 35.2076389° сх. д. / 31.704...

Disambiguazione – Se stai cercando la società omonima, vedi Funimation. CrunchyrollStato Stati Uniti TipologiaVideo on demand EditoreCrunchyroll, LLC GruppoSony Corporation Data di lancio14 maggio 2006 Sede principaleSan Francisco Nº abbonati 120 milioni (2024, [1][2][3]) Sitohttps://www.crunchyroll.com/ Crunchyroll è un servizio di streaming video on demand statunitense di proprietà di Sony Corporation. La piattaforma distribuisce principalmente serie anim...

 

 

Tour de Californie 2013GénéralitésCourse 8e Tour de CalifornieCompétition UCI America Tour 2013Étapes 8Date 12 - 19 mai 2013Distance 1 172,7 kmPays traversé(s) États-UnisLieu de départ EscondidoLieu d'arrivée Santa RosaÉquipes 16Partants 127Coureurs au départ 127Coureurs à l'arrivée 111Vitesse moyenne 39,463 km/hRésultatsVainqueur Tejay van GarderenDeuxième Michael RogersTroisième Janier AcevedoClassement par points Peter SaganMeilleur grimpeur Carter JonesMeill...

 

 

Військово-музичне управління Збройних сил України Тип військове формуванняЗасновано 1992Країна  Україна Емблема управління Військово-музичне управління Збройних сил України — структурний підрозділ Генерального штабу Збройних сил України призначений для планува...

Национальное аэрокосмическое агентство Азербайджана Штаб-квартира Баку, ул. С. Ахундова, AZ 1115 Локация  Азербайджан Тип организации Космическое агентство Руководители Директор: Натиг Джавадов Первый заместитель генерального директора Тофик Сулейманов Основание Осн�...

 

 

American truckload transportation company Knight-Swift Transportation Holdings Inc.Knight Transportation truck in 2008.Company typePublicTraded asNYSE: KNXS&P 400 componentIndustryMotor transportation-truckingFoundedKnight Transportation:1990; 34 years ago (1990) Swift Transportation:1966; 58 years ago (1966) Knight & Swift Merger:September 8, 2017; 6 years ago (2017-09-08)HeadquartersPhoenix, Arizona, U.S.Key peopleKevin P. K...

 

 

Former state electoral district of New South Wales, Australia Waterloo was an electoral district of the Legislative Assembly in the Australian state of New South Wales, named after and including the Sydney suburb of Waterloo. It was created in 1894, when multi-member districts were abolished,[1] and partly replaced the former 4 member electoral district of Redfern, In 1904 it was abolished and partly replaced by Alexandria.[2][3][4] Members for Waterloo Member ...

Society controlled by business corporations This article is about the idea of government dominated by corporate business interests. For the functions and interests of the state in a capitalist society, see Capitalist state. For capitalist economies dominated by corporations, see Corporate capitalism. Not to be confused with corporatism, which is the organization of a society into groups which are determined by their collective common interests. This article has multiple issues. Please help im...

 

 

American restaurant in Ithaca, New York Moosewood RestaurantRestaurant informationOwner(s)Danica WilcoxFood typeNatural foods (vegetarian, vegan)Street address215 N. Cayuga StreetCityIthacaStateNew YorkPostal/ZIP Code14850CountryUnited StatesCoordinates42°26′29″N 76°29′56″W / 42.44139°N 76.49889°W / 42.44139; -76.49889Websitemoosewoodrestaurant.com Moosewood Restaurant (January 3, 1973–present) is an American natural foods restaurant in Ithaca, New York. ...

 

 

Mario BrentaLahir17 April 1942 (umur 82)Venesia, ItaliaPekerjaanSutradaraPenulis naskahTahun aktif1975-2004 Mario Brenta (lahir 17 April 1942) adalah seorang sutradara dan penulis naskah asal Italia. Film buatannya Barnabo delle montagne masuk dalam Festival Film Cannes 1994.[1] Filmografi Vermisat (1975) Istantanea per un delitto (1975) Maicol (1989) Barnabo delle montagne (1994) Segui le ombre (2004) Calle De La Pietà (2014) Corpo a Corpo (2014) Referensi ^ Festival de C...

Charles CrockerPortrait de Charles Crocker par Stephen Shaw.BiographieNaissance 16 septembre 1822TroyDécès 14 août 1888 (à 65 ans)MontereySépulture Cimetière de Mountain ViewNationalité américaineActivité EntrepreneurPère Isaac Crocker (d)Mère Eliza Wright Crocker (d)Fratrie Edwin B. CrockerClark Wright Crocker (d)Enfants Charles Frederick Crocker (en)George Crocker (en)Harriet Valentine Crocker (d)William Henry Crocker (en)Autres informationsParti politique Parti républicain...

 

 

Serbian medieval dynasty VojislavljevićВојислављевићRoyal houseCountryDuklja/Doclea (modern Montenegro, Herzegovina, southernmost Dalmatia)Founded1018FounderStefan VojislavFinal rulerMihailo III of DukljaTitles Prince (archon) Grand Prince (1050–1077) King of Slavs (rex Sclavorum; 1077–1080) Prince of Serbs,[1] of Serbia[2] Dissolution1189Cadet branchesVukanović dynasty–Nemanjić dynasty The House of Vojislavljević (Serbian Cyrillic: Војиславље...