ჯაპანის ტბა — ნამდინარევი ტბა დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13,6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5,2 კმ². საშუალო სიღრმე 3,7 მ. წყლის მოცულობა 4,3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.[1] ზამთარში ამ ტბაზე გადამფრენი ფრინველები ბინადრობენ, ასობით გარეული იხვი და სხვა ტიპის ფრინველები.[2]
სქოლიო