პატარა გლდანის ტბა[1] — გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი მლაშეა.[2]
სქოლიო