დევის ტბა — კარსტული ტბა საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 1370 მ სიმაღლეზე. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ², მაქსიმალური სიღრმე 10,7 მ, წყლის მოცულობა 72 ათ. მ³. წყალი გადის მიწისქვეშა გზით.[2]
სქოლიო