დერიკვარაძიში — მყინვარული წარმოშობის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირის ფართობია 0,08 კმ², საშუალო სიღრმე 8,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 22 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა.[2]
სქოლიო