პატარა წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2785 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,09 კმ², აუზის ფართობი 0,81 კმ², მაქსიმალური სიღრმე 18 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო