ლამაზი ტბა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2808 მ სიმაღლეზე. მყინვარული წარმოშობისაა. წყლის სარკის ფართობი 0,11 კმ², აუზის ფართობი 1,48 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16,5 მ, მოცულობა 1,25 მლნ. მ³.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. ქვაბული ციცაბო ფერდობებით ხასიათდება. ტბის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა და გამჭვირვალეა. ახასიათებს დონეების მცირე სეზონური რყევა.[3]
სქოლიო