ზრესი, ზრესკი, ფასკია — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ. წყლის სარკის ფართობი 1,77 კმ², აუზის ფართობი 48,4 კმ², საშუალო სიღრმე 0,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 1 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აპრილ-მაისშია, მინიმალური — იანვარ-თებერვალში. ტბასთან არხით შეერთებულია მდინარე მურჯახეთისწყალი. იყენებენ სარწყავად.[2] არის თევზი (კალმახი, ქაშაყი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვ.).[3]
სქოლიო