დიდი ჯაჯის ტბა[1] — ტბა საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს სამხრეთით, ზღვის დონიდან 2655 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,01 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ. აუზის ფართობი 0,89 კმ². უკავია კარული ქვაბულის ძირი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. გაუდინარია.[2]
სქოლიო