მეფისწყარო — მთა საქართველოში, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. წარმოადგენს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების — ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.
მთის სამხრეთით ორი ტბაა: დიდი ჯაჯის და პატარა ჯაჯის ტბები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.
ლიტერატურა