მიხეილ სვიმონიშვილი (დ. 1977, თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქ ბრუხზალის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ასევე მუსიკალური განათლება და არის ფოლკლორული ანსამბლ „გეორგიკას“ წევრი.
საჯარო სამსახური
2004-2008 წლებში მუშაობდა საჯარო სამსახურში, 2004 წელს მცირე ხნის მანძილზე იყო თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.[1] იმავე წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად,[2] 2006-2008 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში.
ბიზნესი
2008 წლიდან კვლავ ბიზნესში მოღვაწეობს. ხელმძღვანელობს კომპანია შ.პ.ს. „წყალი მარგებელს“, რომელიც 1997 წელს შვეიცარეილ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და აწარმოებს მინერალური წყალ - ნაბეღლავს და სუფრის წყალ „ბახმაროს“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო