თენგიზ სულაქველიძე

თენგიზ სულაქველიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თენგიზ გრიგოლის ძე სულაქველიძე[1]
დაბადების
თარიღი
23 ივლისი, 1956 (1956-07-23) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1978 ტორპედო ქ. 138 (2)
1978–1988 დინამო თბ. 279 (21)
1989 ჰოლმსუნდი 14 (1)
ეროვნული ნაკრები
1980–1988 სსრ კავშირი 49 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თენგიზ სულაქველიძე (დ. 23 ივლისი, 1956, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.

ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[2][3]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

სანაკრებო კარიერა

1980–1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა. სულაქველიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 1980 წლის 26 მარტს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[5]

სტატისტიკა

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1980 8 1
1981 4 0
1982 8 0
1983 8 0
1984 4 0
1985 8 0
1986 1 1
1987 2 0
1988 6 0
ჯამში 49 2

მსოფლიო ჩემპიონატზე

თენგიზ სულაქველიძემ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[6][7][8]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი საბჭოთა კავშირის დროშა 2 მცველი 4 0 1 2 1 მეორე რაუნდი

მიღწევები

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1979
  • ფინალისტი: 1980[9][10][11][12][13]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [14]
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1980
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ევროპის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1988

ინდივიდუალური

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 15.05.1981 № 2728
33 საუკეთესო
  • №1: 1980, 1981, 1984
  • №2: 1986

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო